მარტივი იდეები სათამაშო ოთახის მოსაწყობად ბავშვებისთვის

1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ბავშვობაში ყველას ქონია ამოტრიალებული მაგიდით და პლედით სახლის, ხეზე კი – შტაბის მოწყობის მცდელობა. სივრცე, რომელიც მხოლოდ ბავშვებს ეკუთვნით და თან მათ სურვილებს ნაწილობრივ მაინც პასუხობს, ძალიან მნიშნელოვანია მათივე განვითარებისთვის. სხვენიანი თუ სარდაფიანი სახლების მეპატრონეებს ამ მხრივ ფართო არჩევანი აქვთ მრავალფუნქციური სათამაშო ოთახის მოსაწყობად.

გიზიარებთ 10 მარტივ რჩევას, თუ როგორ გარდაქმნათ თქვენი აუთვისებელი ფართი სათამაშო სივრცედ:

    1. გაიტანეთ ყველა ზედმეტი ავეჯი თუ ნივთი;
    2. დააგეთ რბილი იატაკი. ფუნქციონალური და სახალისო იქნება “კლასობანას”, თავსატეხებით, ლაბირინთებით, გასართობი აქტივობებით დაბეჭდილი ხალიჩა;
    3. შექმენით მყუდრო და ამავდროულად კითხვისათვის საკმარისი განათება;
    4. კედლები მხიარული შპალერით გააფორმეთ; თუ გეხერხებათ, მოხატეთ ბავშვების ინტერესზე მორგებული თემატიკით;
    5. გაითვალისწინეთ წიგნების თაროები და სათამაშოების შესანახი კარადები;
    6. შეიძინეთ ფერადი პუფები ან კედლის გაყოლებაზე დაყარეთ ჭრელი ბალიშები, სადაც ბავშვები მოსვენებას შეძლებენ;
    7. მოაწყვეთ საკითხავი კუთხე – დაკვირვებებმა აჩვენა, რომ პატარებს კარვებში კითხვა დიდ სიამოვნებას ანიჭებთ და კონცენტრაციაშიც ეხმარებათ;
    8. დადგით მაგიდა, სადაც პატარები დახატავენ, გამოძერწავენ და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას დაეუფლებიან;
    9. ფართი თუ საშუალებას მოგცემთ, მოაწყვეთ სპორტული კუთხე – ბატუტი, შვედური კედელი, ჭერიდან დაშვებული საქანელა, ჰამაკი, ა.შ.
    10. დაკიდეთ დაფა, ან რომელიმე კედელი სპეციალური საღებავით დაფერეთ, რომელზეც ცარცებით ხატვა იქნება შესაძლებელი.

ნებისმიერი სივრცე მცირე ძალისხმევითაც შეგიძლიათ გარდაქმნათ ზღაპრულ სათამაშო ოთახებად, საიდანაც ბავშვების გამოყვენა თითქმის შეუძლებელი იქნება. 

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მარტივი იდეები სათამაშო ოთახის მოსაწყობად ბავშვებისთვის | შენი ინტერიერი

მარტივი იდეები სათამაშო ოთახის მოსაწყობად ბავშვებისთვის | შენი ინტერიერი

ფოტო: Change & Co

ფოტო: Planete Deco

მარტივი იდეები სათამაშო ოთახის მოსაწყობად ბავშვებისთვის | შენი ინტერიერი

ფოტო: Beinfield

წყარო

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2020). მარტივი იდეები სათამაშო ოთახის მოსაწყობად ბავშვებისთვის. 15 აგვისტო, 2020. https://sheniinterieri.ge/martivi-ideebi-satamasho-otakhis-mosatsyobad-bavshvebistvis/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. მარტივი იდეები სათამაშო ოთახის მოსაწყობად ბავშვებისთვის [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2020 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/martivi-ideebi-satamasho-otakhis-mosatsyobad-bavshvebistvis/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network