ფერთა ტრენდული პალიტრა ინტერიერში…2024 წლის ტენდენცია…
2024 წლის ფერთა ტენდენციები მაქსიმალურად უსვამს ხაზს განწყობას, გვეხმარება თამამი გადაწყვეტილებების მიღებაში და ორიენტირებულია თავდაჯერებულობის გაზრდაზე. ამ წელს პოპულარული აღარაა რბილი, მსუბუქი და მონოქრომული ფერთა პალიტრები, რაც „უსაფრთხო“ ინტერიერს ქმნიდა. დღევანდელი ტენდენცია მრავალგანზომილებიანი სივრცეების შექმნაა მუქი ჩრდილებისა და ფერების გამოყენებით.
ინტერიერის დიზაინერები ამბობენ, რომ ფერების მიმდინარე ტენდენცია უფრო ცივი და კაშკაშა ტონებისკენ მიისწრაფვის, რადგან ადამიანები უფრო გაბედულები არიან საკუთარ გადაწყვეტილებებით. იმისთვის, რომ 2024 წლისთვის პოპულარული ფერები კარგად შეისწავლოთ, გიზიარებთ რამდენიმე ფერს, რომელიც თქვენს საცხოვრებელს სრულიად ახალ იდენტობას შესძენს.
1.კობალტი
როდესაც საუბარი მუქ და თამამ ფერს ეხება, მუქ ლურჯს არაფერი შეედრება. ეს ფერი ინდივიდუალიზმთან ერთად, ძალიან მომხიბვლელიცაა. კობალტის ლურჯი დიზაინი ერთ-ერთი გამორჩეული ფერია. კობალტის დამატება შეგიძლიათ კედლებზე ან ავეჯის სახით. ეს დომინანტური და ინტენსიური ფერი მთლიანად მოიცავს სივრცეს და ოთახებს შორის გარდაქმნებს ბუნდოვანს ხდის, რაც სივრცეს ვიზუალურადაც აფართოებს.
- ნაცრისფერი
კიდევ ერთი ფერი, რომელიც 2024 წელს უნდა სცადოთ, არის ნაცრისფერი. ნაცრისფერი მშვიდი და კომფორტული ფერია, რომელიც ნათელ გარემოს ქმნის. კედლებზე შეგიძლიათ გამოიყენოთ შედარებით ღია ნაცრისფერი, რომელიც თბილ და ცოცხალ ეფექტებს შექმნის, ხოლო მუქი ნაცრისფერი შედარებით უფრო მკვეთრი განწყობების გაღვიძებაში დაგეხმარებათ. ტრადიციული ნაცრისფერი მიწის ტონებსმიეკუთვნება, მსგავსი ფერები კი, არა მხოლოდ 2024 წელს, არამედ ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად პოპულარულია.
3.მუქი მწვანე
მათთვის, ვინც არ იცის, როგორ გამოიყენოს ისეთი ფერები, როგორიცაა შავი, წითელი, ან მუქი ლურჯი, თუმცა ინტერიერში ინტენსიური ტონების დამატება სურს, მწვანე იდეალური არჩევანია. ამ ფერს შეუძლია სივრცეში მძაფრი ეფექტის შემოტანა, თუმცა არ არის ძალიან მკვეთრი ან გამაღიზიანებელი. გარდა ამისა, მუქი მწვანე ფერის შეხამება შესაძლებელია უამრავ თბილ და სადა ტონთან. ხანდახან მუქი მწვანე ინტერიერში შეიძლება მძიმედ გამოჩნდეს, რა დროსაც მისი თეთრ ფერებთან შეხამებაა საჭირო, დამატებით შავი აქცენტების გამოყენება კი თქვენს ინტერიერს ჰარმონიაში მოიყვანს.
4.ღვინისფერი
ე.წ. ბურგუნდიული ღვინისფერი მდიდრული და მბზინავი ტონია, რომელიც შეიძლება შერწყმული იყოს უამრავ ელფერთან. დღესდღეობით ყველაზე პოპულარულია მისი ნაცრისფერთან შეხამება, რაც განსაკუთრებით კარგად ერგება ისეთ ინტერიერს, სადაც ხის მასალა ჭარბობს. იმის გამო, რომ მკვეთრი წითელი საკმაოდ გამაღიზიანებელი ფერია, დიზაინერები ღვინისფერს გვირჩევენ, როგორც მის იდეალურ შემცვლელს.
#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri
წყარო https://www.homeis.ge/7-pheri-interiershi2024/
მასალის გამოყენების პირობები