რა იწვევს ყველაზე ხშირად ფრჩხილების მომატებულ მტვრევადობას, თმის…

2 წუთიანი წაკითხვა

რა იწვევს ყველაზე ხშირად ფრჩხილების მომატებულ მტვრევადობას, თმის ცვენასა და კანის სიმშრალეს

საუბრობს ექიმი გიორგი ღოღობერიძე:

„ფრჩხილები მარტივად თუ გტყდებათ, ამას 3 წამყვანი მიზეზი აქვს, რომელთა მოგვარებითაც ფრჩხილებს შეინარჩუნებთ. არა მარტო ფრჩხილებს, თმასაც. ვისაც ფრჩხილების მომატებული მტვრევადობა აწუხებს, ასევე აწუხებს კანის სიმშრალე, ტუჩის კუთხეებში ნახეთქები, თმის ცვენა – ნომერ პირველი მიზეზი რკინის ნაკლებობაა. თუ თქვენს სხეულში რკინა დაქვეითებული რაოდენობითაა, შესაძლოა, ეს თავიდან ანემიით არ გამოვლინდეს და ფრჩხილების მომატებული მტვრევადობით გამოიხატებოდეს. ჩაიცვამთ რაღაცას, გამოდებთ ფრჩხილს და მაშინვე გძვრებათ…

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

პრობლემა მოგვარება თუ გინდათ, ერთ-ერთი გამოსავალი არის, – რკინით მდიდარი საკვები მიიღოთ. რკინას დიდი რაოდენობით შეიცავს მცენარეები, ვაშლი, ხორცი. მაგრამ, არ მოტყუვდეთ, მცენარეებში არსებულ რკინას ჩვენი სხეული ძალიან რთულად იღებს. მიირთვით ხორცეული. წითელ ხორცში არსებული რკინა ჩვენი სხეულის მიერ ძალიან ადვილად შეიწოვება. ამიტომ, რკინა შეივსეთ. რკინა შეგიძლიათ, დანამატების სახითაც მიიღოთ, თუმცა სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ.

მეორე მიზეზი, რაც შეიძლება ფრჩხილების მტვრევადობას იწვევდეს, ეს ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული აქტივობაა. როცა ის თქვენს სხეულში საკმარისი რაოდენობის თიროქსინი და ტრიიოდთირონინი არ წარმოიქმნება, სხეულში მეტაბოლიზმი ქვეითდება, მათ შორის თმის ძირებში, ფრჩხილის ძირებში, კანში და სწორედ ეს იწვევს მიდრეკილებას, რომ ფრჩხილების მომატებული მტვრევადობა, თმის ცვენა, კანის სიმშრალე გაქვთ. ამიტომ, მსგავსი პრობლემების დროს, თქვენი ამოცანაა, ენდოკრინოლოგთან მიხვიდეთ და იმკურნალოთ. ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ თუ ხართ ისეთ ადგილებში, სადაც იოდის ნაკლებობაა, ჰიპოთირეოზისკენ მიდრეკილება გექნებათ. ამიტომ, იოდი უნდა შეივსოთ. ეს შეიძლება იოდიზირებული მარილის სახით იყოს. კვერცხი, თევზეული იოდის კარგი წყაროა. ასევე, ზოგიერთი მცენარეული პროდუქტი, თუმცა ისინი ჩვენთვის რთულად მისაწვდომია.

მესამე მიზეზი, რაც შეიძლება ფრჩხილების მომატებულ მტვრევადობას იწვევდეს, D ვიტამინის ნაკლებობაა. თუ სხეულს D ვიტამინი აკლია, სხეული კალციუმსაც ნაკლებად იყენებს. შეიძლება, სისხლში კალციუმის რაოდენობა ნორმაში გქონდეთ, მაგრამ ის ქსოვილების მიერ რთულად გამოიყენება, იმიტომ რომ სხეულში D ვიტამინი საკმარისი რაოდენობით არ არის. ამიტომაა, რომ ფრჩხილების ადვილად მტვრევისკენ ხართ მიდრეკილნი.

READ  აიმაღლეთ განწყობა sheniinterieri.ge-თან ერთად

შესაძლოა, ფრჩხილების მომატებული მტვრევადობა, თმის ცვენა, კანის სიმშრალე აღნიშნულმა პრობლემებმა გამოიწვიოს.

B ჯგუფის ვიტამინები ასევე შეიძლება ფრჩხილების მომატებული მტვრევის მიზეზი იყოს. ასევე, იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა, აღნიშნულ პრობლემას აკნეს საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი იწვევდეს, რომელიც მძიმე ფორმის დროს ინიშნება.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). რა იწვევს ყველაზე ხშირად ფრჩხილების მომატებულ მტვრევადობას, თმის…. 15 იანვარი, 2024. https://sheniinterieri.ge/ra-itsvevs-yvelaze-khshirad-frchkhilebis-momatebul-mtvrevadobas-tmis/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. რა იწვევს ყველაზე ხშირად ფრჩხილების მომატებულ მტვრევადობას, თმის… [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/ra-itsvevs-yvelaze-khshirad-frchkhilebis-momatebul-mtvrevadobas-tmis/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network