რა ტიპის იატაკი უნდა დააგოთ სააბაზანო ოთახში

2 წუთიანი წაკითხვა
სააბაზანო ოთახის იატაკის შერჩევა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც წყალგამძლეობას, უსაფრთხოებას და ესთეტიკას უნდა აერთიანებდეს. განვიხილავთ ყველაზე შესაფერის ვარიანტებს და მათ უპირატესობებს.

სახლის რემონტის დროს იატაკის შერჩევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. იატაკს არა მხოლოდ ფუნქციური, ასევე უდიდესი ვიზუალური დატვირთვა აქვს. მისი საფარის შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ოთახის მახასიათებლები, რომელშიც იატაკის დაგებას აპირებთ. მაგალითად, სააბაზანოში დაგებული იატაკი უნდა იყოს ნესტის მიმართ გამძლე, მარტივად დასაგები და ვიზუალურად ლამაზი. გაითვალისწინეთ, ისიც, რომ სააბაზანო სახლში ყველაზე ნესტიანი წერტილია, სადაც იატაკის არასწორი საფარი წყლისგან შეიძლება მარტივად დაზიანდეს. თუ როგორ უნდა შეარჩიოთ იატაკის საფარი სააბაზანო ოთახისთვის, ქვემოთ მოცემულ რჩევებს მიჰყევით.

 

ფაიფურისა და კერამიკული ფილები

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

 

რა ტიპის იატაკი უნდა დააგოთ სააბაზანო ოთახში

 

სააბაზანოში საუკეთესო მასალის იატაკი კერამიკული და ფაიფურის ფილებია. ორივე მათგანი გამოირჩევა წყალგამძლეობით და არის ბიუჯეტური არჩევანი. ფაიფურის ფილა ვინილს წააგავს, კერამიკული ფილა კი – ხეს ან ქვას. მათი იმდენად მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს ფორმებისა და ზომების მიხედვით, რომ სასურველი ვარიანტის შერჩევა არ გაგიჭირდებათ. რაც მთავარია, როგორც კერამიკული, ასევე ფაიფურის ფილები მარტივად იწმინდება. შევაჯამოთ:

 

უპირატესობებია:

 

  • მრავალფეროვანი არჩევანი
  • მარტივად იწმინდება
  • გამძლეა ტემპერატურის ცვალებადობის მიმართ

 

ნაკლია:

 

  • ცივია
  • უმეტესწილად ნეიტრალური დიზაინისაა
  • სრიალაა

 

ვინილის იატაკი:

 

რა ტიპის იატაკი უნდა დააგოთ სააბაზანო ოთახში — ფოტო 2

 

პრაქტიკული და ვიზუალურად ლამაზი ვინილის იატაკი სააბაზანოში ხშირად შეგხვდებათ. მისი დაზიანება დიდი რაოდენობის წყალსაც არ შეუძლია. ვინილის იატაკი შეგიძლიათ თავადაც დაამონატჟოთ. მისი ძალიან დიდი არჩევანი არსებობს და სააბაზანოში ინტერიერის ნებისმიერ სტილს შეგიძლიათ შეუსაბამოთ.

 

უპირატესობებია

 

  • 100%-იანი წყალგამძლე
  • მარტივად მონტაჟდება

 

ნაკლია

 

  • არასწორი დამონტაჟების შემთხვევაში, ფილებს შორის ნაპრალები ჩნდება

 

ბუნებრივი ქვა

 

რა ტიპის იატაკი უნდა დააგოთ სააბაზანო ოთახში — ფოტო 3

 

სააბაზანო ოთახში ბუნებრივი ქვა შედარებით არაბიუჯეტური, მაგრამ ვიზუალურად ძალიან ლამაზი ვარიანტია. მყარი იატაკის საფარი ზამთარში შედარებით ცივია, თუმცა მისი გათბობა ცენტრალური გათბობითაც შეგიძლიათ.

 

უპირატესობები:

 

  • გამძლეობა

 

ნაკლი:

 

  • არაბიუჯეტური
  • დამონტაჟებისთვის გჭირდებათ ხელოსანი

 

ლამინატის იატაკი

 

READ  შეიძლება თუ არა თაბაშირმუყაოს შეღებვა ფითხის გარეშე?

რა ტიპის იატაკი უნდა დააგოთ სააბაზანო ოთახში — ფოტო 4

 

ყველაზე იშვიათად სააბაზანოში ლამინატის იატაკის საფარს აგებენ. ლამინატი დიდი რაოდენობის წყალს და ნესტს ვერ უძლებს, ამიტომ მისი გაფუჭება მარტივად შეიძლება. ამ მიზეზის გამო, ლამინატის იატაკის დაგებისას, მას დამატებით საფარსაც უმატებენ. ლამინატი მარტივად იწმინდება და საკმაოდ ბიუჯეტიური ვარიანტია.

 

უპირატესობები:

 

  • ბიუჯეტური
  • მარტივად მონტაჟდება

 

ნაკლი:

  • ვერ უძლებს წყლის დიდ რაოდენობას

წყარო

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). რა ტიპის იატაკი უნდა დააგოთ სააბაზანო ოთახში. 15 ივნისი, 2024. https://sheniinterieri.ge/ra-tipis-iataki-unda-daagot-saabazano-otakhshi/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. რა ტიპის იატაკი უნდა დააგოთ სააბაზანო ოთახში [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/ra-tipis-iataki-unda-daagot-saabazano-otakhshi/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network