რამდენიმე იდეა თქვენი მისაღები ოთახის დიზაინის მოსაწყობად

4 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ოთახის დეკორაცია თქვენთვის შესაძლოა ძალიან სახალისო და გასართობ პროექტად ან ნამდვილ კოშმარადაც კი იქცეს, რადგან თითოეული ბლოგერი, არქიტექტორი, ინტერიერის დიზაინერი და მოყვარული სოციალურ ქსელში  გაიძახის „თანამედროვეს“, „თანამედროვეს“ და „თანამედროვეს!“. ეს იქიდან გამომდინარეა, რომ „თანამედროვე“ ძალიან ფართო მცნებაა, რომელიც უამრავ რამეს მოიცავს, რაც არ გზღუდავთ არც თქვენ და არც თქვენს გრძნობებს. რათქმაუნდა, არსებობს ინტერიერის დიზაინის ამ სტილის ოფიციალური განმარტება, მაგრამ ჩვენთვის ის უფრო მარტივი გასაგებია რა არ არის, ვიდრე ის რაც არის.

თანამედროვე დიზაინი არ მიჰყვება კონკრეტულ შაბლონს – იგი გადმოსცემს ხელოვნების მოძრაობას, რომელიც შესაბამის პერიოდში დომინირებს. დღევანდელი მოდერნისტული დეკორი მოიცავს ბევრ მოძრაობას – მინიმალიზმს, ბოჰემიურს, ეკლეკტიციზმს, რუსტიკულს, მილენიალურსა და ა.შ.
საერთო ნიშანი, რომელსაც თანამედროვე დეკორში ვხვდებით, მდგომარეობს იმაში, რომ იგი მიუთითებს მომავალზე. ამ სტატიაში მოცემულია საცხოვრებელი ოთახის ზოგიერთი იდეა.

 

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

1. შეინარჩუნეთ მინიმალიზმი

რა არის მინიმალიზმი? ეს, ერთი შეხედვით, მარტივი შეკითხვა სამოციან წლებამდე პასუხგაუცემელი იყო. როგორც ერთი მეცნიერი ამბობს, მინიმალიზმი არის “მიმდინარეობა ხელოვნებაში”, რომლის“ძირითადი ელემენტები”მინიმალური კომპოზიციური მანევრირების შედეგად სახეცვლილი სწორი კუთხე, წრე და კუბია.

რამდენიმე იდეა თქვენი მისაღები ოთახის დიზაინის მოსაწყობად

თანამედროვე მინიმალიზმი, როგორც წესი, წარმოადგენს სუფთა ხაზებსა და ერთგვაროვან ფერთა სქემას. მისაღები ოთახის კედლების ფერი, ავეჯი, ნახატები და განათება ქმნის ამ სუფთა ხაზებს.

მინიმალისტური მისაღები ოთახის ცენტრალური თემა, რომელიც არ უნდა იყოს მოსაწყენი, წარმოადგენს ინტერიერის აქცენტს. ეს შეიძლება იყოს დივანი, ხელოვნების ნიმუში ან სულაც სკულტურული დეკორი, რომელიც ოთახში სხვა მინიმალისტური დეტალებითაა შევსებული. ამ სტილის ინტერიერის დიზაინში არ ერიდებიან თავისუფალი სივრცეების გამოყოფას, რაც ოთახს ხდის უფრო მიმზიდველსა და თამამს.

 

2. თანამედროვე ბოჰემური დეკორი

ბოჰემური თემატიკის დეკორის განსაკუთრებულად კარგი თვისებაა, რომ შეგიძლია გამოიყენო იმდენი ფერი, რამდენსაც მოისურვებ. ბოჰემური სტილი იყენებს სხვადასხვა ტექსტურებს – უფრო მეტად ეთნიკურ ქსოვილებს. და მთავარია, რომ შექმნილი ატმოსფერო დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალებას იძლეოდეს. დივანი და სავარძლები, მარტივი ფორმის ავეჯი და ტექსტილი უპირველესად მფლობელის გემოვნებას უნდა ერგებოდეს და მის ფანტაზიას რეალობაში გამოსცემდეს.

READ  რამდენიმე სააღდგომო დეკორი სადღესასწაულო განწყობის ასამაღლებლად

რამდენიმე იდეა თქვენი მისაღები ოთახის დიზაინის მოსაწყობად — ფოტო 2

დამატებითი სივრცის შესაქმნელად დიზაინერმა ოთახის ცენტრში ზოლიანი მაგიდაც განათავსა. იყავით თამამი ნახატებსა და ხელოვნებასთან მიმართებაში, რადგანაც ბოჰემა ამის უფლებას გაძლევთ, რომ არ შემოიფარგლოთ მხოლოდ ორი–სამი ფერით. ეს თანამედროვე მისაღები ოთახი არის თქვენთვის, თუ გიყვართ ფერების, ორნამენტებისა, ტექსტურების გამოყენება.

 

  3. შუა საუკუნის მოდერნიზმი ეკლექტიკური შეგრძნებით

ეს სტილი განვითარდა 50-იანი წლების ავეჯისა და ხელოვნების ნიმუშების განახლების საჭიროებასთან ერთად. მეტალისა და ხის მოძრაობამ, სწორედ მაშინ დაიწყო სწრაფი ტემპით გავრცელება, როდესაც ძველ და მოსაწყენ ოთახებს მეტი სიმდიდრის ელემენტები შესძინა. დააკვირდით დივნებს, რომლებსაც ფართო სავარძლები და განიერი მისაყუდებელი აქვთ. დაამატეთ ასევე პუფებიც, რადგან მათ თანამედროვეებაში უზარმაზარი დაბრუნება აქვთ.

რამდენიმე იდეა თქვენი მისაღები ოთახის დიზაინის მოსაწყობად — ფოტო 3

4. რუსტიკული საცხოვრებელი ოთახები თქვენი ეკო-მეგობრული სულისთვის. 

რუსტიკული მისაღები ოთახები  ხშირად გამოიყენება ქალაქგარეთ სახლების მოსაწყობად. მაგალითისთვის რუსტიკი აგარაკის ინტერიერში პირველ რიგში ერთგვარი ლაკონიურობით გამოირჩევა, კერძოდ აქცენტს კომფორტსა და სიმყუდროვეზე აკეთებს.
ასევე ქმნიან ეკო-მეგობრულ გარემოს, საოცრად ლამაზს, რომელიც გაძლევს საშუალებას გადაამუშავო ოჯახის ძველი საყვარელი ნივთები. მსგავი ინტერიერის დიზაინის შექმნისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ხის აქცენტები, ნეიტრალური ფერთა პალიტრა, რბილი ავეჯი და მყუდრო ტექსტილები. შემდეგ კი შეურიეთ იგი რამდენიმე თანამედროვე დეტალთან და მიიღებთ სასიამოვნო რუსტიკულ ოთახს მოდერნიზმის ნიშნებით.

რამდენიმე იდეა თქვენი მისაღები ოთახის დიზაინის მოსაწყობად — ფოტო 4

 5. ტროპიკული თემა მკვეთრი ფერებისთვის

თანამედროვე დროში მილენიალიზმა მოახერხა და შემოაღწია ინტერეირის დიზაინშიც. ადამიანები ნებისმიერი თაობიდან მიდრეკილი არიან ტროპიკული თემატიკისკენ. ამ სტილში ბევრი რამის გაკეთება არ არის შესაძლებელი, რადგან გამოირჩევა ერთფეროვნებით, სწორედ ამიტომ უნდა აირჩიო ერთი ტონის ავეჯი და ხალიჩები (უმჯობესია ატმისფერსა და კრემისფერში).

რამდენიმე იდეა თქვენი მისაღები ოთახის დიზაინის მოსაწყობად — ფოტო 5

შეარჩიეთ რბილი ხალიჩები, რომლებიც მიუთითებენ მათ ძვირადღირებულობაზე და მოაქციეთ ფოთლები ჩარჩოებში. თუ გსურთ, რომ იყოთ უფრო თამამი, გამოყავით კედელი, სადაც ეს ჩარჩოები იქნება განთავსებული. მეტი დრამატულობისთვის აირჩიეთ ნეონის ელემტები.

წყარო:https://ge.itstep.org

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2017). რამდენიმე იდეა თქვენი მისაღები ოთახის დიზაინის მოსაწყობად. 7 მაისი, 2017. https://sheniinterieri.ge/ramdenime-idea-tqveni-misaghebi-otakhis-dizainis-mosatsyobad/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. რამდენიმე იდეა თქვენი მისაღები ოთახის დიზაინის მოსაწყობად [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2017 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/ramdenime-idea-tqveni-misaghebi-otakhis-dizainis-mosatsyobad/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network