სტატიაში ქართულ კერძებთან ერთად, ყურადღება გამახვილებულია რესტორნის ინტერიერზე. “ფიროსმანში” ცნობილი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ნახატების რეპლიკებია კედელზე მოხატული.
“ფიროსმანი” ნიუ-იორკში პირველი და დღეს უძველესი ქართული რესტორანია, რომელიც ბრუკლინში 2001 წელს გაიხსნა. 2017 წელს ის ამერიკაში მოღვაწე ჟურნალისტმა და ჟურნალ “მამულის” რედაქტორმა – მანუჩარ კაჭახიძემ შეიძინა.
“ნიუ-იორკ თაიმსის” ჟურნალისტი წერს, რომ რესტორნის მფლობელის მოტივაცია ბიზნესის შეძენის დროს სწორედ კედლებზე არსებული ფრესკების შენარჩუნება იყო, რომელსაც ახალი სიცოცხლე შესძინა. “დღეს თუ ვინმეს აინტერესებს, როგორი იყო მე-17 საუკუნის დღესასწაულები, ან ტყეში პიკნიკები, მათ არ მოუწევთ მუზეუმებსა და გალერეებში წასვლა, ისინი უბრალოდ უნდა მოვიდნენ რესტორანში,” – ნათქვამია წერილში.
საქეიფოდ, განსაკუთრებით, შაბათ-კვირას, “ფიროსმანში” თავს იყრიან ქართული ოჯახები.

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri
წყარო:https://www.kutaisipost.ge/ka/akhali-ambebi
ი-ნ-ტ. ტ-რ-ე-ნ-დ-ი 2026
ბ-ი-ო-ფ-ი-ლ-ი-ა, Quiet Luxury, Japandi — 3 ტ-რ-ე-ნ-დ-ი რ-ო-მ-ლ-ე-ბ-ი-ც ქ-ა-რ-თ-ვ-ე-ლ-ი ო-ჯ-ა-ხ-ე-ბ-ი-ს-თ-ვ-ი-ს ი-დ-ე-ა-ლ-ი-ა.
