როგორ გავაცოცხლოთ ინტერიერი ფერების გამოყენებით

2 წუთიანი წაკითხვა

ინტერიერში ფერებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ისინი სივრცეს სიხალისეს, სასიამოვნო განწყობას და ეფექტურ მიმზიდველობას სძენს. სადა, ნეიტრალური, მინიმალისტური ინტერიერის შექმნისას, სადაც უმეტესად ერთი ფერის ტონალობები სჭარბობს, ზოგჯერ საშიშროება ჩნდება იმისა, რომ სივრცე მოსაწყენი, მონოტონური და მოსაბეზრებელი გახდეს, რაც ცხადია, მაცხოვრებლების განწყობასა და ცხოვრების ხარისხზეც აისახება. ამგვარი რისკებისთვის თავის არიდების საუკეთესო გზაა სივრცეში ფერადი აქცენტების შემოტანა და გარემოს გამოცოცხლება აქსესუარებით, ავეჯითა თუ დეკორატიული ელემენტებით, რაც საბოლოო ჯამში, ინტერიერს მრავალფეროვნებას მატებს და მას ბევრად უფრო საინტერესოს და შთამბეჭდავს ხდის. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ დიზაინ გადაწყვეტებზე, რომელთა დახმარებითაც ფერადი აქცენტების შექმნასა და სახლის გახალისებას შეძლებთ.

მწვანე ფერის ტახტი

კონტრასტულ, მკვეთრი ტონალობის ფერად ტახტს შეუძლია მნიშვნელოვანი აქცენტი შექმნას ინტერიერში და მისაღები სივრცე გამოკვეთოს. დიზაინერების მიხედვით, მწვანე ფერი დადებითად აისახება ადამიანების ფსიქიკაზე და მშვიდი, მყუდრო გარემოს შექმნას განაპირობებს. ამასთანავე, მკვეთრი ფერის მწვანე ავეჯი ბუნებასთან კავშირის განცდას აძლიერებს და იდეალურად ეხამება ბუნებრივ მცენარეებს, რაც ინტერიერის გამოცოცხლებასა და გახალისებას უწყობს ხელს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

 

როგორ გავაცოცხლოთ ინტერიერი ფერების გამოყენებით | შენი ინტერიერი

ვარდისფერი ბენჩი

მონოტონური ინტერიერის გამოსაცოცხლებლად იდეალური გზაა ვარდისფერი აქცენტების ზომიერად გამოყენება და სივრცეში პოზიტიური განწყობის შემოტანა. ვარდისფერი ბენჩი არასტანდარტულ, უჩვეულო ატმოსფეროს შექმნის საცხოვრებელში და კრეატიულობის განცდას, ინდივიდუალურ ხასიათს შემატებს სივრცეს. ინტერიერის გამოცოცხლებასთან ერთად, მისი გამოყენება შესაძლებელია ზონირებისთვის, კონკრეტული კუთხის გამოსაკვეთად, შედარებით მონოტონური ადგილების გასამრავალფეროვნებლად და ეფექტური დიზაინის მისაღებად.

 

როგორ გავაცოცხლოთ ინტერიერი ფერების გამოყენებით | შენი ინტერიერი

ლურჯი ყავის მაგიდა

ინტერიერში ერთდროულად სხვადასხვა ფერის გამოყენებისას მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა, რათა ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში არ გადავიდეთ და მონოტონური ინტერიერის ნაცვლად, ზედმეტად ჭრელი გარემო არ მივიღოთ. ამიტომ, დიზაინერები გვირჩევენ, მკვეთრი ფერები მცირე ავეჯისა და აქსესუარების სახით შემოვიტანოთ. მაგალითად, მუქი ლურჯი ყავის მაგიდა კარგი გადაწყვეტილება იქნება კონტრასტული შტრიხების შესაქმნელად, მისაღები თუ სასადილო ზონის გასახალისებლად და სასიამოვნო ატმოსფეროს შესაქმნელად.

READ  ელეგანტური და მიმზიდველი სკამი, რომელიც გაგაოცებთ

 

როგორ გავაცოცხლოთ ინტერიერი ფერების გამოყენებით | შენი ინტერიერი

ფერადი ხალიჩა

ინტერიერის გამოსაცოცხლებლად კიდევ ერთი საინტერესო მეთოდი ფერადი ხალიჩის განთავსებაა, რომელიც მიმზიდველ აქცენტს შექმნის სივრცეში. ფერადი ხალიჩის გამოყენება ერთ-ერთი მარტივი გზაა მრავალფეროვანი გარემოს მოსაწყობად, რადგან ნაკლებ ხარჯებს მოითხოვს და ნებისმიერი დანიშნულბის ოთახს იდეალურად ერგება.

 

როგორ გავაცოცხლოთ ინტერიერი ფერების გამოყენებით | შენი ინტერიერი

წყარო:https://www.homeis.ge

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). როგორ გავაცოცხლოთ ინტერიერი ფერების გამოყენებით. 15 მაისი, 2024. https://sheniinterieri.ge/rogor-gavatsotskhlot-interieri-ferebis-gamoyenebit/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. როგორ გავაცოცხლოთ ინტერიერი ფერების გამოყენებით [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/rogor-gavatsotskhlot-interieri-ferebis-gamoyenebit/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network