როგორ მოვაწყოთ წიგნების თარო

2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

წიგნის თაროს 5 იდეა წიგნების მოყვარულთათვის

წიგნების თარო ინტერიერში მნიშვნელოვანი დეტალია. მისი გამოყენების კონკრეტული წესები არ არსებობს, თუმცა ინტერიერის არსებული დიზაინების გათვალისწინებით გთავაზობთ 5 იდეას, რომელიც წიგნების თაროების მოწყობაში დაგეხმარება.

არ აქვს მნიშვნელობა, წიგნების კოლექციონერი ხარ, მოყვარული, თუ უბრალოდ ინტერიერში გამოყენება გსურს, ეს ბლოგი დაგეხმარება წიგნების თაროები ლამაზად, მოდურად და საერთო ინტერიერის შესაბამიასდ მოაწყო.

 

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ფერების მიხედვით

 

სანამ ადამიანების ნაწილი წიგნებს ავტორების და სათაურების მიხედვით ალაგებს, შენ შეგიძლია განსხვავებული ხერხი ცადო – დაალაგე ფერების მიხედვით. დააჯგუფე წიგნები ფერების მიხედვით, ერთი სტილის ფერები ერთად დააწყვე, ეს შედაგად დამაინტრიგებელი, საინტერესო და შეკრული ვიზუალის შექმნაში დაგეხმარება.

 

როგორ მოვაწყოთ წიგნების თარო

 

 

გარეკანის გარეშე

 

ხშირად, წიგნები მოთავსებულია პრიალა გარეკანში, რომელიც ყდას დაზიანებისგან იცავს. ინტერიერის დიზაინერები მიიჩნევენ, რომ წიგნის ყდის ბუნებრივი ფერი და ტექსტურა ინტერიერს თავისუფალ, ნატურალურ იერს ანიჭებს. ამიტომ, თუ მსგავსი შედეგის მიღწევა გსურს, წიგნებს გარეკანი მოაშორე და ისე დააწყვე თაროებზე.

 

 

წიგნის ყუთები

 

შეიძლება არ მოგწონდეს წიგნებით სავსე, გადატვირთული ოთახი. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ წიგნები არ გიყვარს, უბრალოდ გადატვირთული ინტერიერი არ მოგწონს. წიგნების დაწყობის ერთ-ერთი კარგი საშუალება ინტერიერში ჩასმული ყუთებია, რომლებიც თაროებზე იქნება მოთავსებული და შიგნით წიგნების ნაწილს ჩააწყობ.

 

როგორ მოვაწყოთ წიგნების თარო — ფოტო 2

 

 

ჰორიზონტალური განთავსება

 

ყველა ბიბლიოთეკაში წიგნების ვერტიკალურ განლაგებას შეხვდები, ამიტომ ძირითადად ინტერიერშიც ვერტიკალურ წყობას იყენებენ. ინტერიერის დიზაინის თანამედროვე სტილში კი უკვე ჰორიზონტალურადაც აწყობენ წიგნებს, რაც ძალიან ორიგინალურ შედეგს იძლევა და თუ განსხვავებული ინტერიერი გხიბლავს, შეგიძლია თამამად გამოიყენო ეს იდეა.

თაროების გადანაწილება

როცა წიგნებს თაროებზე აწყობ არ არის აუცილებელი, რომ ამ თაროებზე მხოლოდ წიგნები იყოს განაწილებული. შეგიძლია ზედა თაროებზე წიგნები დააწყო, შიგადაშიგ მცენარეები, ხოლო თაროები სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შესანახად გამოიყენო. ქაოსის თავიდან ასარიდებლად კი ქვედა თაროებზე გამოიყენე ყუთები ან სათავსოები, რომლებიც ოთახის, თუ კარადის ვიზუალთან იქნება შეხამებული.

READ  3 მეთოდი ჩრდილოური სტილის შესაქმნელად

წყარო

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2017). როგორ მოვაწყოთ წიგნების თარო. 8 აგვისტო, 2017. https://sheniinterieri.ge/rogor-movatsyot-tsignebis-taro/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. როგორ მოვაწყოთ წიგნების თარო [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2017 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/rogor-movatsyot-tsignebis-taro/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network