როგორ მოვრთოთ სახლი დაბადების დღის წვეულებისთვის

3 წუთიანი წაკითხვა

ჩვენი თუ ჩვენი ოჯახის წევრის დაბადების დღეს მთელი წელი ველოდებით ხოლმე. ეს განსაკუთრებული დღესასწაულია, რომელიც მეგობრული და ოჯახური ატმოსფეროთი, გემრიელი საჭმელითა და დადებითი, თბილი ემოციებით არის სავსე. დაბადების დღის სახლში გადახდას თავისი უპირატესობები აქვს, სადაც ოჯახის წევრები და მეგობრები უფრო მყუდრო და შინაურულ გარემოს გვიქმნიან. ლამაზად და ორიგინალურად მორთული ჩვენი ბინა კი ამ დღესასწაულს უფრო მრავალფეროვანს და დასამახსოვრებელ ხდის. გიზიარებთ იმ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ შექმნათ ისეთი დიზაინი, რომელიც თქვენს დაბადების დღეს დაუვიწყარს გახდის!

 

როგორ  მოვრთოთ სახლი დაბადების დღის წვეულებისთვის

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

 

აარჩიეთ წვეულებისთვის შესაბამისი ოთახი

 

როდესაც გადაწყვეტთ, რომ დაბადების დღის წვეულება სახლში მოაწყოთ, პირველ რიგში, ის ოთახი უნდა შეარჩიოთ, რომელიც ბევრ სტუმარს დაიტევს და სივრცე გასართობი აქტივობებისთვისაც დარჩება. წვეულების ოთახის შერჩევა რამდენიმე კრიტერიუმით უნდა განისაზღვროს: სტუმრების რაოდენობით, მათი ასაკითა და სეზონით. ამ კრიტერიუმებთან ერთად გაითვალისწინეთ შემდეგი ეტაპებიც:

  • სივრცულობა – ბევრი სტუმრის შემთხვევაში, სახლში ყველაზე დიდი ოთახი აირჩიეთ. ასევე დაიტოვეთ დამატებითი სივრცე თამაშებისა და სხვა გასართობი აქტივობებისთვის.
  • განათება – დაბადების დღის წვეულებისთვის კარგი განათება აუცილებელია. იდეალური გადაწყვეტილება იქნება, თუ მზის სხივები და ხელოვნური განათება ჰარმონიულად შეერწყმება ერთმანეთს და ამ განსაკუთრებულ დღეს უფრო ნათელს გახდის.
  • 2 გაყოფილი სივრცე – წვეულების ოთახი უნდა გაძლევდეთ იმის შესაძლებლობას, რომ ის 2 სივრცედ გაყოთ. ერთი დაუთმეთ საჭმელებსა და სათამაშო სივრცეებს, მეორე სივრცე კი სტუმრებთან საკომუნიკაციოდ და საერთო აქტივობებისთვის გამოიყენეთ.

 

მაგიდის დეკორირება

 

როგორ  მოვრთოთ სახლი დაბადების დღის წვეულებისთვის — ფოტო 2

 

ყოველი დაბადების დღე წინა წელთან შედარებით უნიკალური და განსხვავებულია. თითოეულ მათგანს რაც აერთიანებს, ეს საჭმლისთვის განკუთვნილი მაგიდაა. ინტერიერის დიზაინში მაგიდა აუცილებელი დეკორია, რომლის მორთვისას შემდეგი წესები გაითვალისწინეთ:

 

  • გამოიყენეთ ქაღალდის ხელსახოცები, რომლებიც სადღესასწაულო თემატიკის დიზაინის მრავალფეროვნებით გამოირჩევა და, ამასთან ერთად, ეკონომიურიცაა.
  • აარჩიეთ მაგიდის ისეთი გადასაფარებელი, რომელიც სადღესასწაულო მუხტის მატარებელი იქნება. გაითვალისწინეთ ისიც, თუ წვეულება ვისთვის აწყობთ: ზრდასრულებისთვის თუ ბავშვებისთვის?
READ  თაღებით, სვეტებით და ცოცხალი ფერებით ადვილად ამოიცნობთ

 

რაც შეეხება ჭიქებსა და თეფშებს, ყურადღება დეტალებს მიაქციეთ, რომლებიც თქვენს სუფრას უფრო განსხვავებულსა და სადღესასწაულოს გახდის.

 

მაგიდის ცენტრალურ ნაწილს ხშირად ყველაზე ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ხოლმე, თუმცა სწორად შერჩეულ ცენტრს შეუძლია სადღესასწაულო მაგიდა ინდივიდუალური შტრიხებით შეავსოთ. რეკომენდებულია, თუ ცენტრში არ დიდი ზომის ბევრ დეკორაციას არ გამოიყენებთ. სანაცვლოდ, მაგიდის ცენტრი  გააფორმეთ ყვავილებითა და სხვა დეკორაციებით.

 

დიდი ციფრები

 

როგორ  მოვრთოთ სახლი დაბადების დღის წვეულებისთვის — ფოტო 3

 

შეიძლება ითქვას, რომ დაბადების დღის წვეულებისთვის აუცილებელი დეკორი დიდი ციფრებია, რომლებიც იმას გვახსენებენ, თუ რამდენ წელს ვზეიმობთ. ისინი სხვადასხვა ფორმის არსებობს:

 

  • ბუშტის ფორმები
  • დეკორატიული ქაღალდის ყვავილებით შექმნილი
  • ტკბილეულით დამზადებული
  • სანთლები

 

დეკორატიული ციფრები გამოიყენეთ კედლების, კარისა თუ მაგიდების გასაფორმებლად.

 

სხვა სადღესასწაულო აქსესუარები

 

როგორ  მოვრთოთ სახლი დაბადების დღის წვეულებისთვის — ფოტო 4

 

დაბადების დღის წვეულებას უამრავი განსხვავებული და საინტერესო აქსესუარი ალამაზებს. ბუშტები წვეულების აუცილებელი ნაწილია, რომელიც მრავალფეროვანი არჩევანით გამოირჩევა. არსებობს სტანდარტული, დიდი, ფოლგირებული და ლატექსის ქრომირებული სახეობის ბუშტები, რომელთაგან ზოგი „მომღერალიც“ კია და საბავშვო დაბადების დღეებს უფრო სახალისოს ხდის.  კიდევ ერთი აუცილებელი დეკორი ფერადი და მრავალფეროვანი გირლანდებია, რომლებიც სადღესასწაულო ატსმოფეროს ქმნიან. მათი გაკეთება ხელითაც შეგიძლიათ. ფერადი წვიმები, დასაკიდებელი დეკორაციები თუ ბანერები ნებისმიერ დაბადების დღეს თემატურსა და დაუვიწყარს ხდის.

წყარო

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). როგორ მოვრთოთ სახლი დაბადების დღის წვეულებისთვის. 15 ივლისი, 2024. https://sheniinterieri.ge/rogor-movrtot-sakhli-dabadebis-dghis-tsveulebistvis/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. როგორ მოვრთოთ სახლი დაბადების დღის წვეულებისთვის [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/rogor-movrtot-sakhli-dabadebis-dghis-tsveulebistvis/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
READ  როგორ შევქმნათ ფუნქციონალური და კრეატიული ოთახი

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network