როგორ შევარჩიოთ ონკანი – რჩევები და რეკომენდაციები

2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სანტექნიკის ბაზარზე ონკანების მოდელების მრავალფეროვნება საშუალებას გაძლევთ, არჩევანი პრაქტიკულ და, ამავე დროს, თანამედროვე ვარიანტზე შეაჩეროთ. თუმცა, ყველამ არ იცის, როგორ შეარჩიოს სწორად ონკანი. ამიტომ დღეს სწორედ ამ თემას განვიხილავთ.

საჭიროა, რამდენიმე საკითხში გაერკვეთ:

  • უპირველესად, უნდა განსაზღვროთ, რისთვის გამოიყენებთ ონკანს — მხოლოდ ხელების დასაბანად თუ სხვა მიზნითაც. მოდელის მახასიათებლები (მაგალითად, სიმაღლე) სწორედ ამ საჭიროებას შეესაბამება.
  • ონკანის შერჩევამდე მნიშვნელოვანია, განსაზღვროთ ნიჟარის პარამეტრები. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ, კონკრეტული მოდელის შეძენაზე იფიქროთ.
  • ზუსტად განსაზღვრეთ, რისთვის გჭირდებათ ნიჟარა და ონკანი და რა მახასიათებლები გინდათ, მათ ჰქონდეს.

ონკანის სწორად შესარჩევად ნიჟარის ტექნიკური მახასიათებლები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. ნებისმიერი ტიპის ნიჟარების სტანდარტული სიმაღლე 180-220 მმ-ია. აუცილებელია, გაიზომოს მანძილი ონკანისთვის განკუთვნილი ნახვრეტიდან ნიჟარის ცენტრამდე, საიდანაც წყალი გაედინება. მაგალითად, თუ ონკანის სიგანე 450 მმ-ია, მისი შუაზე გაყოფით 225 მმ-ს მიიღებთ, თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ონკანისთვის განკუთვნილი ნახვრეტი, როგორც წესი, კედლიდან 50 მმ-ით არის დაშორებული. აქედან გამომდინარე, 450-50/2 = 200 მმ-ს. უნდა იცოდეთ, რომ, ჩვეულებრივ, 80-110 მმ-იანი სიმაღლე საკმარისია.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ამ მახასიათებლებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, შესაფერისია 90 მმ. სიმაღლის ონკანი, რომლის სიგრძე 200 მმ-ია. გაითვალისწინეთ, რომ ონკანების უმეტესობაში წყლის გამოსასვლელი 19-25-გრადუსიანი კუთხითაა დახრილი, ასე რომ, შეგიძლიათ, ისეთი მოდელები შეარჩიოთ, რომელთა სიგრძეც 110 მმ-დან იწყება.

ამ პრინციპის გათვალისწინებით, შეგიძლიათ დამოუკიდებლად გამოთვალოთ ონკანის პარამეტრები.

როგორ შევარჩიოთ ონკანი სამზარეულოსთვის?

სამზარეულოში ონკანის სიმაღლე დიასახლისის საჭიროებიდან, ჭურჭლის ზომებიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე ირჩევა. სამზარეულოს ონკანი შეიძლება ნებისმიერი სიმაღლის იყოს, 100 მმ-დან დაწყებული, 300 მმ-მდე. მთავარია, მისი სიგრძე ნიჟარის ცენტრს არ სცდებოდეს. სამზარეულოსთვის ონკანის შერჩევის პრინციპი ხელსაბანის შემთხვევის მსგავსია. განსხვავდება მხოლოდ ონკანის სიმაღლე. სწორი მოდელის შესარჩევად აქაც უნდა გაითვალისწინოთ ნიჟარის სიგანე, სიღრმე და სიმაღლე.

ონკანის შერჩევისას, ზომებთან ერთად, მისი ფორმა და კონსტრუქციაც მნიშვნელოვანია. ყურადღება არ უნდა გაამახვილოთ მხოლოდ გარეგნულ იერსახეზე. უფრო მნიშვნელოვანია, ონკანი შემდეგ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს:

  • იყოს მბრუნავი, ხოლო ბრუნვის სექტორი წყლის ნაკადს ნებისმიერი მიმართულებით წარმართავდეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორკონტეინერიანი ნიჟარისთვის.
READ  დადიანების სასახლე - ზღაპარი საქართველოდან

წყარო-homeis.ge

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2017). როგორ შევარჩიოთ ონკანი – რჩევები და რეკომენდაციები. 14 მარტი, 2017. https://sheniinterieri.ge/rogor-shevarchiot-onkani-rchevebi-da-rekomendatsiebi/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. როგორ შევარჩიოთ ონკანი – რჩევები და რეკომენდაციები [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2017 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/rogor-shevarchiot-onkani-rchevebi-da-rekomendatsiebi/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network