როგორ ვაქციოთ ბუხარი ინტერიერის ცენტრად?

3 წუთიანი წაკითხვა
ბუხარი არ არის მხოლოდ გათბობის საშუალება - ეს არის სახლის სული და ინტერიერის ცენტრი. სწორი მიდგომით ნებისმიერი ბუხარი შეიძლება გახდეს სახლის ყველაზე მომხიბვლელი ზონა.
როგორ ვაქციოთ ბუხარი ინტერიერის ცენტრად? | შენი ინტერიერი

 

ნუ დაემორჩილებით სიმეტრიის წესებს

რა თქმა უნდა, ბუხარი, როგორც ოთახის ცენტრი, ძალიან საინტერესოა, როდესაც მის გარშემო არსებული ავეჯი და ნივთებიც სიმეტრიულად არის დაბალანსებული, მაგრამ ხშირად ელეგანტურ და თანამედროვე განწყობას სწორედ არასიმეტრიული ინტერიერი ქმნის. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, როდესაც ოთახის ზომა არც ისე დიდია.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

 

როგორ ვაქციოთ ბუხარი ინტერიერის ცენტრად? | შენი ინტერიერი

 

იყავით შემოქმედებითი

თუ თქვენ გაქვთ საკმარისად დიდი კედელი, შეგიძლიათ მის გარშემო თაროები დაამაგროთ და სხვადასხვა დეკორაციების დახმარებით გააფორმოთ. ამ გზით აქცენტს კედელზე გააკეთებთ, მაგრამ ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს ბუხარიც. ჩაშენებული სივრცეებით იქმნება განსხვავებული და მრავალფეროვანი ინტერიერი, რომელიც უხდება როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე სტილსაც.

 

როგორ ვაქციოთ ბუხარი ინტერიერის ცენტრად? | შენი ინტერიერი

 

მოაწყვეთ U-ფორმის ინტერიერი

თანამედროვე ინტერიერში ასეთი მეთოდის გამოყენებით იქმნება მაქსიმალურად მყუდრო და კომფორტული გარემო, რომლის ცენტრსაც ბუხარი წარმოადგენს. ასეთი განლაგება ქმნის მშვიდ და წყნარ გარემოს, რომელიც იდეალურია ცივ დღეებში თბილი სახლის შესანარჩუნებლად.

 

როგორ ვაქციოთ ბუხარი ინტერიერის ცენტრად? | შენი ინტერიერი

 

გამოიყენეთ ბუხარი თბილი ატმოსფეროს შესაქმნელად

დიდი ზომის მისაღები ოთახი შეიძლება ხშირად ძალიან “ცივად” გამოიყურებოდეს, რადგან ავეჯსა და ცალკეულ სივრცეებს შორის ბევრი ცარიელი ადგილი რჩება. ამ დროს მყუდრო და თბილი აქცენტების დამატება საკმაოდ რთულია, სწორედ ამიტომ ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ ბუხრის სიახლოვეს კომფორტული დასასვენებელი ადგილის მოწყობას. იმისთვის, რომ ბუხარი უფრო მყუდრო იყოს, გამოიყენეთ ისეთი მასალა, რომელიც სითბოსთან კავშირის გრძნობას ქმნის, მაგალითად, ბუნებრივი ქვა ან აგური. სათანადოდ მოწყობის შემდეგ, წაახალისეთ ოჯახის წევრები, რომ შეიკრიბონ ბუხრის გარშემო და ჩაერთონ ოჯახურ თუ მეგობრულ აქტივობებში.

 

როგორ ვაქციოთ ბუხარი ინტერიერის ცენტრად? | შენი ინტერიერი

 

დაამატეთ სარკე ბუხრის ორივე მხარეს

ბუხრის ირგვლივ დეკორაციების დამატების ერთ-ერთი პოპულარული გზაა ე.წ. „3+1“ ხრიკის გამოყენება. ეს ნიშნავს ვიზუალური ინტერესის შესაქმნელად სხვადასხვა სიმაღლის ელემენტების განლაგებას. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ ბუხრის თავზე კედლის ნახატი, მის გვერდებზე კი დიდი ზომის სარკეები დაკიდოთ. ამ მეთოდს ერთზე მეტი ფუნქცია აკისრია და ის არა მხოლოდ ოთახის იერსახესა და მთლიანობას ქმნის, არამედ უზრუნველყოფს სივრცეში ბუნებრივი სხივების შემოსვლასაც, რაც სივრცეს უფრო დიდსა და ნათელს ხდის.

READ  "სრულყოფილ ცხოვრებას არ ვეძებ, საკმარისია, ვიყო ბედნიერი..."-…

 

როგორ ვაქციოთ ბუხარი ინტერიერის ცენტრად? | შენი ინტერიერი

 

ჩაანაცვლეთ ტელევიზორი

რა თქმა უნდა, ბუხრის ზემოთ ტელევიზორის განთავსება შეიძლება ძალიან კომფორტული და თანამედროვე გადაწყვეტა იყოს, მაგრამ ამ გზით შორდებით ოჯახსა და მეგობრებს და ყურადღება გადაგაქვთ არა მყუდრო გარემოში მათთან საუბარზე, არამედ ტელევიზორის ყურებაზე. ტელევიზორს ასევე შეუძლია დაჩრდილოს თქვენი ინტერიერიც. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ ის კედლის მიმდებარე სივრცეში მოათავსოთ, უშუალოდ ბუხრის თავზე კი ნახატები ან სხვა დეკორაციები დაკიდოთ.

 

როგორ ვაქციოთ ბუხარი ინტერიერის ცენტრად? | შენი ინტერიერი

წყარო:https://www.homeis.ge

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). როგორ ვაქციოთ ბუხარი ინტერიერის ცენტრად?. 15 მაისი, 2024. https://sheniinterieri.ge/rogor-vaqtsiot-bukhari-interieris-tsentrad/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. როგორ ვაქციოთ ბუხარი ინტერიერის ცენტრად? [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/rogor-vaqtsiot-bukhari-interieris-tsentrad/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network