რომელი ფერები არ უნდა გამოვიყენოთ ინტერიერში

2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ფერი ინტერიერში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ფერების სწორად შერჩევა სასურველი განწყობისა და ესთეტიკის შექმნაში დაგეხმარებათ. ზოგიერთი ფერი სახლს განსაკუთრებით უხდება, ზოგი კი პირიქით – ქაოსსა და არეულობას ქმნის. არსებობს რამდენიმე ძირითადი შეცდომა, რომელსაც სახლის მეპატრონეები ფერების არჩევის დროს უშვებენ.

 

მეცნიერულმა კვლევებმა დაადასტურა რომ ფერები ადამიანებზე ემოციურად მოქმედებენ. ლურჯი და მწვანე უფრო მეტად სიმშვიდესთან ასოცირდება, წითელი და ნარინჯისფერი ენერგიულობასა და ქაოსთან.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ინტერიერის დიზაინერები რამდენიმე რჩევას გვიზიარებენ იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ფერები არ უნდა გამოვიყენოთ სახლის ინტერიერში:

წითელი საძინებელში

 

რომელი ფერები არ უნდა გამოვიყენოთ ინტერიერში | შენი ინტერიერი

 

წითელი ფერი აქტიურობასთან, ენერგიასთან ასოცირდება, რაც დაძინებაში შეგიშლით ხელს. ეცადეთ საძინებლისთვის უფრო სადა და თბილი ფერები შეარჩიოთ.

მუქი ყავისფერი მისაღებ ოთახში

 

რომელი ფერები არ უნდა გამოვიყენოთ ინტერიერში | შენი ინტერიერი

 

ეს ფერი ოთახს უფრო პატარას და არაკომფორტულს აჩენს. სჯობს მისაღებისთვის ნათელი ფერები შეარჩიოთ, რადგან ყავისფერი თქვენს დეკორაციებსა და ავეჯს მთლიანად შთანთქავს.

მკვეთრი ყვითელი სამზარეულოში

 

რომელი ფერები არ უნდა გამოვიყენოთ ინტერიერში | შენი ინტერიერი

 

ეს ფერი განსაკუთრებით ცუდად ურთიერთქმედებს განათებებზე, რამაც შეიძლება ძლიერი თავის ტკივილებიც კი გამოიწვიოს. გამოიყენეთ ყვითელი დეტალებისთვის, თუმცა არა კედლების შესაღებად.

შავი აბაზანაში

 

რომელი ფერები არ უნდა გამოვიყენოთ ინტერიერში | შენი ინტერიერი

 

შავი ელეგანტური ფერია, მაგრამ ამ ფერს მკაფიოდ ეტყობა ლაქები, წყლის წვეთები და ნაკაწრები.

თეთრი ბავშვების ოთახში

 

რომელი ფერები არ უნდა გამოვიყენოთ ინტერიერში | შენი ინტერიერი

 

თეთრი დახვეწილი ფერია, თუმცა ის მარტივად ისვრება. ბავშვების ოთახი ის ადგილია, სადაც მათ თავიანთი წარმოსახვა უნდა გააძლიერონ, ამიტომ აქ ფერადი დიზაინის გამოყენებას გვირჩევენ.

ნარინჯისფერი მოსასვენებელ ოთახებში

 

რომელი ფერები არ უნდა გამოვიყენოთ ინტერიერში | შენი ინტერიერი

 

ნარინჯისფერი მისი ენერგეტიკის გამოა ცნობილი. ამ ფერის ინტერიერი დასვენებისა და მედიტაციის საშუალებას არ მოგცემთ.

სახლში მშვიდი განწყობის დასამკვიდრებლად, ექსპერტები გვირჩევენ მწვანე და ლურჯი ფერების გამოყენებას, რომლებიც სიმშვიდესა და დასვენებასთან ასოცირდება.

წყარო

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2023). რომელი ფერები არ უნდა გამოვიყენოთ ინტერიერში. 15 სექტემბერი, 2023. https://sheniinterieri.ge/romeli-ferebi-ar-unda-gamoviyenot-interiershi/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. რომელი ფერები არ უნდა გამოვიყენოთ ინტერიერში [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2023 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/romeli-ferebi-ar-unda-gamoviyenot-interiershi/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network