საზაფხულო განწყობა საძინებელში

3 წუთიანი წაკითხვა

10 რჩევა, თუ როგორ უნდა შექმნათ საზაფხულო განწყობა ინტერიერში

 

როგორ შევქმნათ საზაფხულო განწყობა საძინებელში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რეკომენდაციას, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ სასურველი გარემოს შექმნაში.

 

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
  1. თეთრი ფერი + ნატურალური ხე

თეთრი ფერი საზაფხულო საძინებლისთვის ყველაზე აქტუალურია. ნათელი და ბუნებრივი ხის ტონები სხვადასხვა თეთრ ტექსტურასა და მასალას შეუხამეთ: ლითონი, ბამბის თეთრეული, ფანჯრებზე მსუბუქი გამჭვირვალე ტიული მძიმე „ზამთრის“ ფარდების ნაცვლად – ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, შექმნათ ჰარმონიული, დინამიკური სივრცე და იგი საზაფხულო სიახლით შეავსოთ.

საზაფხულო განწყობა საძინებელში | შენი ინტერიერი

  1. პასტელური ფერთა გამა

დელიკატური პასტელური ფერები კარგად გამოიყურება საძინებელში წლის ნებისმიერ დროს. ექსპერტები მდოგვისა და დედამიწის ტონების დამატებას გვირჩევენ. ამ შემთხვევაში ველური ყვავილებისა და სხვადასხვა მცენარეების თაიგულიც არ იქნება ზედმეტი.

საზაფხულო განწყობა საძინებელში | შენი ინტერიერი

  1. თეთრეული მცენარეების ორნამენტებით

რა არის ზაფხული სიმწვანისა და ყვავილების გარეშე?! საზაფხულო საძინებლისთვის კარგი გამოსავალი იქნება თეთრეული მცენარეების ორნამენტებით. ამ მხრივ არჩევანი შეუზღუდავია. უბრალოდ, შეეცადეთ გამოიყენოთ ღია ფერის თეთრეული, რათა ინტერიერი ვიზუალურად არ დაამძიმოთ და ჰაეროვნება არ დააკარგვინოთ.

საზაფხულო განწყობა საძინებელში | შენი ინტერიერისაზაფხულო განწყობა საძინებელში | შენი ინტერიერი

  1. ნორჩი ყვავილები

კარგად შემუშავებული საძინებლის ინტერიერი დიდ სეზონურ ცვლილებებს არ საჭიროებს. თუმცა, შეგიძლიათ სივრცე მოწესრიგებულ ლარნაკებში ჩადებული ლამაზი საზაფხულო თაიგულებით განაახლოთ. უბრალო ველური ან ბაღიდან ახლად მოჭრილი ყვავილები და გამჭვირვალე მინის ლარნაკი იდეალური იქნება. მთავარია, არ გამოიყენოთ ისეთი მძაფრი სურნელის მქონე ჯიშები, როგორიც არის ჟასმინი, იასამანი და ა. შ. – ამან შეიძლება თავის ტკივილი გამოიწვიოს და დაძინებაში ხელი შეგიშალოთ.

საზაფხულო განწყობა საძინებელში | შენი ინტერიერი

  1. ტროპიკული პრინტები

მარტივი ხრიკი, რომელიც ოთახში ზაფხულის განცდას დაუყოვნებლივ შექმნის, არის ქსოვილებზე ტროპიკული პრინტების გამოყენება. ეს შეიძლება იყოს საწოლები, დეკორატიული ბალიშები, ფარდები ან ხალიჩები – მთავარია, მწვანე და ნათელი ტონები გამოიყენოთ.

საზაფხულო განწყობა საძინებელში | შენი ინტერიერი

  1. სტილი Safari

მყარი ავეჯი, რომელიც აფრიკული სტილის კაშკაშა აქსესუარებთან, ეთნიკურ ნიმუშებთან და სპილოს ძვლისფერ თეთრეულთან არის შერწყმული, საძინებელში სავანის ცხელი ზაფხულის განცდის შექმნას შეუწყობს ხელს.

READ  საშხაპე კაბინა თუ აბაზანა – რომელია უკეთესი

საზაფხულო განწყობა საძინებელში | შენი ინტერიერი

  1. აგარაკის რომანტიკა

უბრალო ლითონის საწოლი + მსუბუქი ჰაეროვანი ქსოვილი – და თქვენი ქალაქის ბინის საძინებელი აგარაკის იდილიად იქცევა. ოთახის მცენარეები და ველური ყვავილების თაიგული კი ამ ყველაფერს დააგვირგვინებს.

საზაფხულო განწყობა საძინებელში | შენი ინტერიერი

  1. პიტნა ლიმონით

კიდევ ერთი პოპულარული საზაფხულო კომბინაციაა პიტნა ლიმონით. იგი კარგად შეეფერება არა მხოლოდ კოქტეილებს, გამაგრილებელ ლიმონათებსა და ვიტამინებს, არამედ ინტერიერის დიზაინსაც. გამოიყენეთ ტექსტილი ლიმონისა და პიტნის ფერებში, რათა ოთახი ახალი პოზიტიური ატმოსფეროთი შეავსოთ. საზაფხულო ატმოსფერო გარანტირებულია.

საზაფხულო განწყობა საძინებელში | შენი ინტერიერი

  1. თეთრი + ცისფერი

სახლში საზაფხულო განწყობის შესაქმნელად საუკეთესო საშუალებაა ხმელთაშუა ზღვის სტილისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ცისფერი-თეთრი ან ცისფერი-ლურჯი ფერთა გამის გამოყენება. ის ყოველდღე შეგახსენებთ ზღვას, თუნდაც ქალაქის შუა გულში.

საზაფხულო განწყობა საძინებელში | შენი ინტერიერი

  1. სტილი Boho

ამ სტილის სახელწოდება მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან – „ბოჰემა“ და ითარგმნება, როგორც „ბოშა.“ მას ახასიათებს ფერთა მძვინვარება, ექსცენტრულობის ზღვარზე მყოფი ეკლექტიზმი, ეთნიკური მოტივების ნაზავი და გამოხატვის სრული თავისუფლება. არ დაგავიწყდეთ გამწვანება – ეს თქვენს ბოჰემურ საძინებელს მეტ ელეგანტურობას შესძენს.

საზაფხულო განწყობა საძინებელში | შენი ინტერიერისაზაფხულო განწყობა საძინებელში | შენი ინტერიერი

წყარო

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2022). საზაფხულო განწყობა საძინებელში. 15 ივლისი, 2022. https://sheniinterieri.ge/sazafkhulo-gantsyoba-sadzinebelshi/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. საზაფხულო განწყობა საძინებელში [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2022 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/sazafkhulo-gantsyoba-sadzinebelshi/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
READ  როგორ შევქმნათ ბავშვისთვის უსაფრთხო გარემო სახლში

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network