როგორ გაწმინდოთ გაჭედილი მილები – რჩევა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

1 წუთიანი წაკითხვა

გაეცანით რჩევებს, თუ როგორ გაწმინდოთ გაჭედილი მილები?

1. სოდა და ცხელი წყალი
ერთ-ერთი საშუალება არის სოდა. აიღეთ ერთი მუჭა სოდა და ჩაყარეთ ბლოკირებულ მილში. შემდეგ ჩაასხით ცხელი წყალი. სოდა არ გეხმარებათ? მაშინ შეგიძლიათ ცადოთ იგივე კომბინაცია ძმრით. ამ პროდუქტების გამოყენების შემდეგ, მილში აუცილებლად უნდა ჩაასხათ მინიმუმ 1 ლიტრი მდუღარე წყალი.

 

2. კოლა
კოლა არამხოლოდ ჟანგის მოცილებაში გვეხმარება, ის ასევე ბლოკირებულ მილებსაც შველის. ჩაასხით მთლიანი ბოთლი კოლა ბლოკირებულ მილში. დაიცადეთ 15-დან 30 წუთამდე და შემდეგ დაამატეთ მინიმუმ 1 ლიტრი მდუღარე წყალი. თუმცა გეტყვით, რომ სერიოზულ ბლოკირებებთან ეს მეთოდი ყოველთვის არ მოქმედებს.

 

3. სანტექნიკის გველი
იგი გამოიყენება მაშინ, როდესაც საცობი ზედმეტად ღრმადაა წარმოქმნილი მილში. მოქნილი რკინის კაბელი იხრება, რათა მარტივად გაძვრეს მილებში. შეუშვით „სანტექნიკის გველი“ მილში რაც შეგიძლიათ ღრმად და შემდეგ დაატრიალეთ მბრუნავი სახელური. მბრუნავი მოძრაობა შლის ბლოკირებას და ხსნის მილს.

სცადეთ ზემოთ მოცემული მეთოდები და ვერ მიიღეთ შესაბამისი შედეგი, ან თვლით რომ  ზედმეტად ბევრი სამუშაოა? მაშინ სცადეთ მრავალფეროვანი საშუალებები, რომლებიც HG-მ სპეციალურად ბლოკირებული მილებისთვის შეიმუშავა.

წყარო

#sheniinterieri #gochadze #drpkhakadze #sheniambebi @sheniinterieri

READ  ონკანის შერჩევის მითები - რეალური რჩევები ფასისა და ხარისხისთვის

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *