გაინტერესებს სამეგრელოს საოცრებები? – მაშინ ეს ბლოგი შენთვისაა

1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

დადიანების სასახლე ✨️ ნამდვილად გაგაოცებთ თავისი სილამაზითა და კულტურის უმაღალესი დონით. თუ დადიანების სასახლის ბილიკებს გაუყვებით, აუცილებლად გაიგებთ მეტს სამეგრელოს შესახებ… დიდგვაროვნების მთავარი საგანძური სწორედ დადიანების სასახლეშია თავმოყრილი.

გაინტერესებს სამეგრელოს საოცრებები? - მაშინ ეს ბლოგი შენთვისაა

დადიანების სასახლე მე-17 საუკუნეში აიგო ლევან დადიანის მიერ. სასახლე დღეისთვის წარმოადგენს სახელმწიფოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს. რეზიდენცია ორსართულიანია, ამშვენებს ქვის აივანი და საქართველოში ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზი. მუზეუმი დაარსდა 1921 წლის აპრილში სამეგრელოს მთავრის, დავით ლევანის ძე დადიანის ძველ ნივთთა საცავ –საგანძურისა და სამეგრელოს ეკლესია–მონასტრებიდან გადმოტანილ ქართულ სიძველეთა ბაზაზე.

გაინტერესებს სამეგრელოს საოცრებები? - მაშინ ეს ბლოგი შენთვისაა — ფოტო 2

სასახლეში უნიკალურ კოლექციასთან ერთად მრავლად იხილავთ ნივთებს, რომლებიც დადიანების ევროპულ მონარქებთან მჭიდრო კავშირზე მეტყველებს.მათ შორის გამორჩეულია ნაპოლეონ ბონაპარტის ნიღაბი.

დედოფლისეული სასახლის მშვენებაა ულამაზესი ორნამენტებითა და ჩუქურთმებით მორთული ლაზური აივანი. მთავარ სასახლესთან ასევე შეხვდებით დადიანების მიერ გაშენებულ ბოტანიკურ ბაღს, რომელიც იშვიათი მცენარეებით არის მდიდარი. ჯვარედინა სასახლის, ორანჟერიისა და საჯინიბოს ნანგრევებს აქ დღესაც  შეხვდებით.

გაინტერესებს სამეგრელოს საოცრებები? - მაშინ ეს ბლოგი შენთვისაა — ფოტო 3

განსაკუთრებულ წვეულებებსა და ზეიმებს დადიანები  სალხინოს რეზიდენციაში მართავდნენ,რომელიც ოჯალეშის უნიკალური ვენახებით გამოირჩეოდა.

დადიანების ეპოქის უმნიშვნელოვანეს სულიერ ცენტრში, ჭყონდიდის მონასტერშია დაკრძალული სამეგრელოს უკანასკნელი დედოფალი. თანამოძმეთათვის თავდადების სიმბოლოს და ცოტნე დადიანის ფრესკას კი ხობის მონასტერში იხილავთ.

„გაუყევი დადიანების ნაკვალევს და აღმოაჩინე მეტი სამეგრელოზე“. https://georgiantravelguide.com/ka/dadianebis-sasakhle

ავტორი: ლიზი გრიგოლავა

ეზოს ზონირება

სარეკრეაციო (ტერასა, ბარბექიუ) + სამეურნეო (ბოსტანი) + ლანდშაფტი (ყვავილები). სამი ზონა ეზოს “ცოცხალ ოთახად” გარდაქმნის.

READ  24 მარტს ქალ მეწარმეთა 2024 წლის ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართა

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
1 კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *