LEGO-ს უკვდავი ყვავილები თქვენი ინტერიერის გასალამაზებლად

1 წუთიანი წაკითხვა

ლეგომ ახალი ბოტანიკური კოლექცია გამოუშვა დიდებისთვის, რომელშიც მშვენიერ ხელოვნურ ყვავილებთან ერთად ბონსაის ჯუჯა ხეც შედის.

LEGO-ს უკვდავი ყვავილები თქვენი ინტერიერის გასალამაზებლად

კოლექცია სულ 878 ნაწილისგან შედგება, მისი მფლობელი კი არა მხოლოდ ყვავილების აშენებით დატკბება, მის “ჩასარგავად” ქოთნის აწყობასაც შეძლებს.

LEGO-ს უკვდავი ყვავილები თქვენი ინტერიერის გასალამაზებლად — ფოტო 2

ტრადიციულად, ბონსაის ხეს ხის მაგიდაზე ათავსებენ, სწორედ ამიტომ მოჰყვება კოლექციას პატარა ყავისფერი 4-ფეხიანი დასადგამი, ხოლო ყვავილების ქოთნებში ციცქნა, ფერადი პლასტმასის ქვებია მოთავსებული.

რა თქმა უნდა, როცა სეზონი შეიცვლება, ლეგოს ბონსაის ხეებიც აყვავდებიან და თქვენს სახლში გაზაფხულს შემოიტანენ. ამისთვის სათამაშოს ცალკე მოჰყვება თეთრი და ვარდისფერი ლეგოები. კოლექცია ლეგოს საიტზე იყიდება და მისი ფასი $49-ია.

LEGO-ს უკვდავი ყვავილები თქვენი ინტერიერის გასალამაზებლად — ფოტო 3

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო:https://on.ge

ეზოს ზონირება

სარეკრეაციო (ტერასა, ბარბექიუ) + სამეურნეო (ბოსტანი) + ლანდშაფტი (ყვავილები). სამი ზონა ეზოს “ცოცხალ ოთახად” გარდაქმნის.

READ  გიორგის მამიდამ დამარწმუნა, რომ დიდ წარმატებას მივაღწევდი

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *