გასწავლით, როგორ დაამზადოთ ჰამაკი საკუთარი ხელით

2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ჰამაკის დამზადება ხელოვნებაა და მისი დამზადების მრავალი გზა არსებობს. ჩვენ გასწავლით, როგორ შეკეროთ ჰამაკი მყარი ნაჭრისგან.

საფეხურები:

გამძლე და ორიგინალური ქსოვილის ნაჭერით შეგიძლიათ გააკეთოთ ლამაზი ჰამაკი, რომელიც დაამშვენებს ნებისმიერ ეზოს. ამ ჰამაკის დაკიდება შესაძლებელია სპეციალურ ჩარჩოზე.

rogor-1659698245.ge1.jpg

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

გაზომეთ ნაჭერი 225 სმ სიგრძისა და 128 სმ სიგანის, შემდეგ ამოჭერით.

შეკეცეთ ნაკერი ქსოვილის სიგრძის ზედა და ქვედა ბოლოებზე. გააკეთეთ დანამატი 1.25 სმ სიგანეზე და ორჯერ. შეკერეთ.

rogor-1659698329.ge1.jpg

ქსოვილი თითო მხარეს ორჯერ 6,25 სმ-ით შეკერეთ. ეს კეთდება იმისათვის, რომ თოკების გასაყრელი დარჩეს.

rogor-1659698405.ge1.jpg

გაზომეთ მარყუჟის ლენტი ორივე მოკლე ბოლოების გასწვრივ და გაჭერით. მარყუჟები მიამაგრეთ თითოეულ ბოლოზე, შემდეგ გადაკეცეთ და შეკერეთ ქსოვილის თავდაპირველ ნაჭერზე. მეტი სიმტკიცისთვის გამოიყენეთ ძლიერი ძაფები და გააკეთეთ ნაკერების ორი რიგი. არ შეკეროთ მარყუჟები ქსოვილის გვერდებზე, თოკის გასაყრელი ადგილი დატოვეთ ღიად.

ხის ჯოხი ორ თანაბარ ნაწილად გადაჭერით. გაბურღეთ 8 მმ ხვრელები ჯოხის ბოლოებში, ბოლოებიდან 1,1 სმ-ს დაშორებით.

rogor-1659699047.ge1.jpg

ჯოხები გაუყარეთ ჰამაკის სპეციალურ მარყუჟებში.

rogor-1659699125.ge1.jpg

9 მეტრიანი თოკი დავჭრათ. ბოლოები მოუწვით, რათა არ გაფუჭდეს (გამოიყენეთ სანთებელა, ან სანთლის ალი). დააფინეთ ჰამაკი ბრტყელ ზედაპირზე, მაგალითად, სუფთა, გრძელ მაგიდაზე ან იატაკზე. მოთმინებით გაუყარეთ თოკი ჯოხის პირველ ნახვრეტში. შემდეგ გაიყვანეთ თოკი მთელ ზოლში და გამოიტანეთ ჰამაკის მეორე ბოლოში მოპირდაპირე ჯოხში არსებული ხვრელიდან. თოკის სიგრძე 1,6 მეტრი გარეთ დატოვეთ. შემდეგ გაატარეთ თოკის დარჩენილი ნაწილი ჯოხის მეორე ნახვრეტში მოკლე მხარეს და ამოიღეთ იგი ჰამაკის დასაწყისში არსებულ ხვრელში. თოკის ორი თავისუფალი მხარის სიგრძე უნდა იყოს დაახლოებით 1 მეტრი. საჭიროების შემთხვევაში გააკეთეთ კორექტირება.

rogor-1659699420.ge1.jpg

დაიჭირეთ ერთი თოკი მისი ბოლოდან 8 სმ მანძილზე. გადაკეცეთ იგი შუაზე, რომ მარყუჟი გააკეთოთ. თოკის დაჭიმული ბოლო 40-50 სმ-ზე გაიყვანეთ ღია მარყუჟში, მჭიდროდ გამოკვანძეთ.

rogor-1659699520.ge1.jpg

rogor-1659699567.ge1.jpg

იგივე გააკეთე მეორე მხარეს. გაჭერით თოკი შუაზე და შემდეგ შემოახვიეთ ბოლოები ჯოხს გარშემო, სიგრძის ერთი მესამედი და ორი მესამედი. გააკეთეთ მარყუჟი, როგორც ზემოთ იყო აღწერილი, გადაუსვით თოკის მეორე ბოლო და გაამაგრეთ იგი. ჩამოკიდეთ ჰამაკი ვერანდის ბოძებზე დამაგრებულ კაუჭებზე, ან ხის მყარ ტოტებზე.

READ  იწყება თესვის პერიოდი - წინასაგაზაფხულო ბლოგი თქვენი ბაღისთვის 😊

rogor-1659699689.ge1.jpg

წყარო: wikihow.com; rogor.ge

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2017). გასწავლით, როგორ დაამზადოთ ჰამაკი საკუთარი ხელით. 14 მაისი, 2017. https://sheniinterieri.ge/gastsavlit-rogor-daamzadot-hamaki-sakutari-khelit/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. გასწავლით, როგორ დაამზადოთ ჰამაკი საკუთარი ხელით [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2017 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/gastsavlit-rogor-daamzadot-hamaki-sakutari-khelit/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network