კარს ვუღებთ სტუდენტებს, ისინი ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან” – გიორგი ფხაკაძის შეთავაზება ახალგაზრდებს

2 წუთიანი წაკითხვა
სტუდენტური ოთახის მოწყობისთვის აუცილებელია ბუნებრივი განათების, ერგონომიული ავეჯისა და ზონირების გათვალისწინება. ბიუჯეტურ ვარიანტებსთან ერთად შეძლებთ შექმნათ კომფორტული და ფუნქციონალური სწავლის გარემო.
2024 წლის 10 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და მედიაჰოლდინგ “შენის” თანამშრომლობა, ასევე მათთვის არაერთი სიახლე შესთავაზა.

კარს ვუღებთ სტუდენტებს, ისინი ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან” – გიორგი ფხაკაძის შეთავაზება ახალგაზრდებს | შენი ინტერიერი

აღსანიშნავია, რომ მხარდაჭერას გიორგი ფხაკაძე სრულიად საქართველოს სტუდენტებს სთავაზობს. ეს პროექტი კი საკუთარი მშობლიური ქალაქიდან, ქუთაისიდან დაიწყო… 

შეხვედრა უკავშირდებოდა ჩვენს ახალ პროექტს – მედიაჰოლდინგ “შენის” 11-დან ერთ-ერთ ვებგვერდ sheniganatleba.ge -ზე შევქმნით პლატფორმას “შენი სიტყვა”, რომლის მიზანია, სტუდენტებს, ახალგაზრდებს მივცეთ საშუალება, გამოხატონ აზრი იმ პროფესიის შესახებ, რასაც ეუფლებიან.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

კარს ვუღებთ სტუდენტებს, ისინი ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან” – გიორგი ფხაკაძის შეთავაზება ახალგაზრდებს | შენი ინტერიერი

მათ საშუალება ექნებათ, ჩვენს პლატფორმაზე გამოაქვეყნონ სტატია თანდართული ვიდეოთი, სადაც მოკლედ და ლაკონიურად ახსიან, თუ რას ფიქრობენ იმ პროფესიის შესახებ, რაც აირჩიეს. სტუდენტები ამით საკუთარ თავს გააცნობენ ფართო საზოგადოებას და გაუწევენ პოპულარიზაციას იმ უნივერსიტეტს, რომელსაც წარმოადგენენ. 

კარს ვუღებთ სტუდენტებს, ისინი ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან” – გიორგი ფხაკაძის შეთავაზება ახალგაზრდებს | შენი ინტერიერი

 მჯერა, რომ ახალგაზრდების ფართო ჩართულობა და საჯაროობა არის სწორი გზა ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის. ჩვენი მედიაჰოლდინგი კარს უხსნის ახალგაზრდობას, სტუდენტობას და უზრუნველყოფს მათ პროფესიულ წინსვლას და წარმატებებს…” –განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

შეხვედრის შესახებ ისაუბრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა იმერი ბასილაძემაც:

“დღევანდელ შეხვედრაზე შევჯერდით –  ეს პროექტი არის საუკეთესო და გამორჩეული იმ თვალსაზრისით, რომ კომუნიკაცია, რაც აკლია სტუდენტებს, იყოს მრავალფეროვანი და მრავალმხრივი. თანაც, ეს პროექტი პოპულარულზაციას გაუწევს უნივერსიტეტს და ჩვენს სტუდენტებს განუვითარებს კრიტიკული აზროვნების უნარს.
 ვფიქრობ, რომ ბატონი გიორგი ფხაკაძის ამ შემოთავაზებით სტუდენტების ძირითადი ნაწილი დაინტერესდება, რა თქმა უნდა.

ამასთან, ფაკულტეტებიდან მათ გამოეყოფათ კურატორები, რომლებიც გარკვეულ დახმარებას გაუწევენ ინფორმაციის წარმოდგენის და რედაქტირების მხრივ და ეს ინფორმაცია, რომელიც განთავსდება ვებგვერდებზე, არამხოლოდ უნივერსიტეტის პოპულარიზაციას მოახდენს, არამედ თავად სტუდენტებისათვისაც იქნება ხელსაყრელი, რადგან ისინი გახდებიან ცნობადები და გამოქვეყნებული ინფორმაცია იქნება მათთვის საინტერესო.”

ეკატერინე გაჩეჩილაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე:

READ  8 მარადიული გზა, რათა დაამშვენოთ თქვენი სახლი ვალენტინობის დღისთვის

“უნივერსიტეში სტუმრად გვყავდა ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელმაც გამართა შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

მან წარადგინა თავისი კონცეფცია, რომელიც განკუთვნილია სტუდენტების თავისუფალი სიტყვასთვის, მათი თავისუფალი ნების გამოხატვისათვის. გიორგი ფხაკაძემ დააანონსა ახალი პლატფორმა “შენი სიტყვა” , სადაც სტუდენტები შეძლებენ 50-წამიანი ვიდეოების ატვირთვას, რომელშიც გააჟღერებენ მათ ინტერესებსა და იდეებს.

რა თქმა უნდა, ამ პლატფორმამ დიდი ინტერესი გამოიწვია ახალგზარდებში, გაიმართა აქტიური ინტერაქცია, დისკუსია. გვჯერა, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ათეულობით ვიდეო ჩაიწერება ახალი პლატფორმისთვის….”

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო:https://shenipulsi.ge

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). კარს ვუღებთ სტუდენტებს, ისინი ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან” – გიორგი ფხაკაძის შეთავაზება ახალგაზრდებს. 15 აპრილი, 2024. https://sheniinterieri.ge/kars-vughebt-studentebs-isini-chveni-qveynis-momavals-qmnian-giorgi-fkhakadzis-s/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. კარს ვუღებთ სტუდენტებს, ისინი ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან” – გიორგი ფხაკაძის შეთავაზება ახალგაზრდებს [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/kars-vughebt-studentebs-isini-chveni-qveynis-momavals-qmnian-giorgi-fkhakadzis-s/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network