როგორია მყუდრო და ოჯახური გარემო მუქი ფერებით

1 წუთიანი წაკითხვა

მუქი ფერების მოყვარულებს აუცილებლად მოეწონებათ სტატიაში ნაჩვენები აპარტამენტის ინტერიერი . მუქი ფერებითა და დახვეწილი ავეჯით , სწორი ხაზებითა და სასიამოვნო განათებით შექმნილი სიმყუდროვე აუცილებლად მიიპყრობს ყურადღებას . აპარტამენტის ვიზუალიზაცია და ინტერიერი რაფალ ჰანსკის ეკუთვნის.

როგორია მყუდრო და ოჯახური გარემო მუქი ფერებით

აპარტამენტი  დახვეწილი , შავი , ნაცრისფერი და სპილენძისფერის ტანდემითა და თვალისმომჭრელი ხაზებითაა შექმნილი  . საერთო ოთახი L – ის ფორმისაა . დივანი შავი უსწორმასწორო ფილებით მოპირკეთებული კედლის პირდაპირ დგას . თვალში მოგხვდებათ მაგიდის თავზე დაკიდებული ორი დიდი სანათი , რომლებიც შეიძლება ოთახის მთავარ წერტილად ჩაითვალოს .

ფარდების ჩამოფარების შემდეგ ოთახი ბნელდება და მხოლოდ ინტერიერის გამორჩეული ნაწილები თბილი განათებით ნათდება, დივნის წინ არსებული დიდი ეკრანი კომფორტულ , მყუდრო და ოჯახურ გარემოს ქმნის ინტერიერში  და ილუმინაციის კიდევ ერთი წყაროს ფუნქციასაც ასრულებს .

როგორია მყუდრო და ოჯახური გარემო მუქი ფერებით — ფოტო 2

სამზარეულოს ზონაში გამოყენებულია გლუვი მუქი ნაცრისფერი ზედაპირები, კედლებს თავისივე ფერის მოლდინგები გამორჩეულს ხდის . სპილენძისფერი სახელურები , ონკანი და მცენარეების დაკიდებული სადგამი აცოცხლებენ ავეჯს , მარმარილოს ზედაპირი კი მდიდრულობას სძენს გარემოს .

საძინებელ ოთახში შავი, ნაცრისფფერი და ბეჟი ფერებია . შავი ხის პანელები მრგვალი დაკიდებული სანათებითაა განათებული, ყურადღებას იქცევს სპილენძისფერი ტორშერი. საძინებლის ინტერიერი ჰარმონიაშია საერთო ოთახთან ფერებითა და გამოყენებული მასალებით .

როგორია მყუდრო და ოჯახური გარემო მუქი ფერებით — ფოტო 3

 

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყაროhttps

ავეჯი 2026

Lmart, Formo — ევრ-ზე 20-40% იაფი. ვინტაჟი mymarket.ge-ზე — ახლის 30-50%-ად. IKEA (Baltic Trading) — +20-35% ტრანსპ. + მაინც ხელმ.

READ  მედიაჰოლდინგი "შენი", გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+…

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
1 კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *