რა ნივთები უნდა გაითვალისწინოთ ახალ ბინაში გადასვლისას

2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საძინებელი ოთახი

 

საძინებელი ოთახისთვის, პირველ რიგში, რაც უნდა გაითვალისწინოთ, მატრასის არსებობაა. მასზე დაძინება უკვე სახლისა და სიმყუდროვის შეგრძნებას შეგიქმნით. უფრო კომფორტისთვის არ დაგავიწყდეთ საბნის ან პლედის შეძენაც. საძინებელ ოთახში იქონიეთ კომპლექტი, რომელიც საწოლს, ტუმბოსა და სარკესაც კი გააერთიანებს. იდეალური გადაწყვეტილება იქნება, თუ შეიძენთ ტანსაცმლის საკიდს. რაც უფრო მალე ამოალაგებთ ტანსაცმელს და ადგილს მიუჩენთ, ახალ სახლში მარტივად დალაგდებით.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

 

  • მატრასი
  • საწოლი, კომოდი
  • თეთრეულის ნაკრები
  • საბანი ან პლედი
  • ბალიშები
  • ფარდები
  • ტანსაცმლის დასაკიდი

 

მისაღები ოთახი

 

რა ნივთები უნდა გაითვალისწინოთ ახალ ბინაში გადასვლისას

 

რა ფუნქციის მატარებელიც არ უნდა იყოს მისაღები ოთახი, პირველ ეტაპზე, კომფორტული სავარძლები და სკამები დაგჭირდებათ. თქვენი პირველი ბინისთვის ყავის მაგიდაც აუცილებელი ავეჯია, რომელიც ბინას სახლურ ატმოსფეროს შესძენს.

არქიში ბინის შეძენის შემთხვევაში, თქვენ ბინაში ელექტროობის გამართული ქსელი დაგხვდებათ. უფრო მეტი კომფორტისთვის, დაამატეთ ტელევიზიისა და ინტერნეტის კაბელებიც.

 

  • კომფორტული სავარძელი
  • ყავის მაგიდა
  • ტელევიზორი


სააბაზანო ოთახი

 

ახალ ბინაში გადასვლის შემდეგ, ნივთების ამოლაგების და ორგანიზების დასრულებისას, ცხელ შხაპზე დიდი სიამოვნება არ არსებობს. სწორედ, ამიტომ, სააბაზანო ოთახისთვის მოიმარაგეთ: საპონი, შამპუნი და სხვა საჭირო ნივთები. აუცილებლად იქონიეთ პირსახოცებიც. სარკე სააბაზანო ოთახში ერთ-ერთი აუცილებელი დეტალია, რომელიც ვიზუალურ ეფექტთან ერთად, ფუნქციურობითაც გამოირჩევა.

 

  • საშხაპე ფარდა
  • ხელსახოცები
  • პირსახოცები
  • ტუალეტის ქაღალდი
  • საპონი
  • სარკე

 

სამზარეულო

 

რა ნივთები უნდა გაითვალისწინოთ ახალ ბინაში გადასვლისას — ფოტო 2

 

როგორც ამბობენ, სამზარეულო სახლის გულია. ბინაში გადასვლისას და ნივთების ორგანიზებისას, დიდი ენერგია გჭირდებათ. გემრიელი საჭმლის დაგემოვნების შემდეგ კი კარგი ხასიათი და ბევრი ენერგია გარანტირებული გაქვთ. იმისთვის, რომ ეს პროცესი უფრო კომფორტული გახდეს, აუცილებლად გაითვალისწინეთ მაგიდისა და სკამების გადმოტანა. დაგჭირდებათ თეფშები, ჭიქები და დანა-ჩანგალი. რაც შეეხება სამზარეულოს ტექნიკას, როგორებიცაა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მოგვიანებით შეგიძლიათ შეიძინოთ.

 

  • მაგიდა, სკამები ან  ბარი
  • თეფში
  • ჭიქები
  • ჩანგალი, კოვზი, დანა
  • ხელსახოცები
  • ნაგვის ურნა
  • საჭმლის კონტეინერები
  • ქვაბი, ტაფა
READ  რჩევა თქვენი წიგნების კომპაქტურად შენახვისთვის

წყარო

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2017). რა ნივთები უნდა გაითვალისწინოთ ახალ ბინაში გადასვლისას. 23 ივლისი, 2017. https://sheniinterieri.ge/ra-nivtebi-unda-gaitvalistsinot-akhal-binashi-gadasvlisas/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. რა ნივთები უნდა გაითვალისწინოთ ახალ ბინაში გადასვლისას [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2017 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/ra-nivtebi-unda-gaitvalistsinot-akhal-binashi-gadasvlisas/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network