როგორ მოვუაროთ ბუნებრივ ნაძვის ხეს სახლის პირობებში

2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად საახალწლო სამზადისიც დაიწყო. დღესდღეობით თანდათან უფრო პოპულარული ხდება ბუნებრივი ნაძვის ხის მორთვის ტენდენცია, რომელსაც დეკორატიულ ხისგან განსხვავებით, ბუნებრივი გარეგნობა, სასიამოვნო სურნელი და თვისებები გააჩნია. თუმცა, ბუნებრივი ნაძვის მოვლა სახლის პირობებში საკმაოდ რთულია და იმისთვის, რომ ხე არ გახმეს, რამდენიმე რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოთ.

პირველ რიგში, მანამ სანამ უშუალოდ ნაძვის ხის აწყობას გადაწყვეტთ, სჯობს, რომ ის სახლის გარეთ, გრილ ადგილას შეინახოთ, რათა ტემპერატურის ცვლილებებმა მისი გახმობა არ გამოიწვიოს. ამას გარდა, როდესაც ბუნებრივ ნაძვს შეიძენთ, შეგიძლიათ ის მსუბუქად რამდენჯერმე დაფერთხოთ, რათა გამხმარი წიწვები კარგად მოშორდეს.

როგორ მოვუაროთ ბუნებრივ ნაძვის ხეს სახლის პირობებში | შენი ინტერიერი

ნაძვის ხის აწყობამდე მიზანშეწონილია მისი ძირის განახლება, ამისთვის დაახლოებით 5-10 სანტიმეტრის სიგრძეზე უნდა მოაჭრათ ქერქი, შემდეგ კი უკვე შეგიძლიათ, რომ ის წყლით ან მიწით სავსე სადგამში მოათავსოთ. გაითვალისწინეთ, რომ მოჭრილ ქერქს მიწა ან წყალი სრულად უნდა ფარავდეს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

წყალს შეგიძლიათ დაუმატოთ ასპირინი, ცოტა მარილი და ერთი სუფრის კოვზი შაქარი. ასპირინი ხელს უშლის ბაქტერიების განვითარებას, ხოლო მარილი და შაქარი ხეს საკვები ნივთიერებებით ამარაგებს.

როგორც წესი, ნაძვი ბევრ წყალს „სვამს“, ამიტომ აუცილებელია, რომ ის პერიოდულად სუფთა წყლით მორწყოთ, ხოლო ტოტებს ყოველდღიურად შეასხუროთ წყლის წვეთები სპრეის ბოთლის დახმარებით. ეს პროცესი ახანგრძლივებს მის სიცოცხლეს და აძლიერებს ბუნებრივ სუნს.

როგორ მოვუაროთ ბუნებრივ ნაძვის ხეს სახლის პირობებში | შენი ინტერიერი

თუ მოჭრის ან შეძენის დროს ნაძვი თოკების დახმარებით იყო შეკრული, სასურველია ის რამდენიმე დღის განმავლობაში დაასვენოთ, რათა ტოტები თავდაპირველ მდგომარეობას ნელნელა დაუბრუნდეს.

თქვენს ხეს კარგად უნდა დააკვირდეთ, შესაძლოა გრძელი ტოტების მაკრატლით მოჭრაც დაგჭირდეთ. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მისი სიგრძეში დამოკლებაც, თუ ხეს კარგად მოუვლით, ეს პროცესები მას არ დააზიანებს, საბოლოოდ კი ლამაზ და ბუნებრივ ნაძვის ხეს მიიღებთ, რომელსაც სასურველი საახალწლო დეკორაციებით გააფორმებთ.

როგორ მოვუაროთ ბუნებრივ ნაძვის ხეს სახლის პირობებში | შენი ინტერიერი
სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2023). როგორ მოვუაროთ ბუნებრივ ნაძვის ხეს სახლის პირობებში. 15 დეკემბერი, 2023. https://sheniinterieri.ge/rogor-movuarot-bunebriv-nadzvis-khes-sakhlis-pirobebshi/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. როგორ მოვუაროთ ბუნებრივ ნაძვის ხეს სახლის პირობებში [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2023 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/rogor-movuarot-bunebriv-nadzvis-khes-sakhlis-pirobebshi/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network