აღსანიშნავია, რომ მხარდაჭერას გიორგი ფხაკაძე სრულიად საქართველოს სტუდენტებს სთავაზობს. ეს პროექტი კი საკუთარი მშობლიური ქალაქიდან, ქუთაისიდან დაიწყო…
“შეხვედრა უკავშირდებოდა ჩვენს ახალ პროექტს – მედიაჰოლდინგ “შენის” 11-დან ერთ-ერთ ვებგვერდ sheniganatleba.ge -ზე შევქმნით პლატფორმას “შენი სიტყვა”, რომლის მიზანია, სტუდენტებს, ახალგაზრდებს მივცეთ საშუალება, გამოხატონ აზრი იმ პროფესიის შესახებ, რასაც ეუფლებიან.
მათ საშუალება ექნებათ, ჩვენს პლატფორმაზე გამოაქვეყნონ სტატია თანდართული ვიდეოთი, სადაც მოკლედ და ლაკონიურად ახსიან, თუ რას ფიქრობენ იმ პროფესიის შესახებ, რაც აირჩიეს. სტუდენტები ამით საკუთარ თავს გააცნობენ ფართო საზოგადოებას და გაუწევენ პოპულარიზაციას იმ უნივერსიტეტს, რომელსაც წარმოადგენენ.
მჯერა, რომ ახალგაზრდების ფართო ჩართულობა და საჯაროობა არის სწორი გზა ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის. ჩვენი მედიაჰოლდინგი კარს უხსნის ახალგაზრდობას, სტუდენტობას და უზრუნველყოფს მათ პროფესიულ წინსვლას და წარმატებებს…” –განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
შეხვედრის შესახებ ისაუბრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა იმერი ბასილაძემაც:
“დღევანდელ შეხვედრაზე შევჯერდით – ეს პროექტი არის საუკეთესო და გამორჩეული იმ თვალსაზრისით, რომ კომუნიკაცია, რაც აკლია სტუდენტებს, იყოს მრავალფეროვანი და მრავალმხრივი. თანაც, ეს პროექტი პოპულარულზაციას გაუწევს უნივერსიტეტს და ჩვენს სტუდენტებს განუვითარებს კრიტიკული აზროვნების უნარს.
ვფიქრობ, რომ ბატონი გიორგი ფხაკაძის ამ შემოთავაზებით სტუდენტების ძირითადი ნაწილი დაინტერესდება, რა თქმა უნდა.
ამასთან, ფაკულტეტებიდან მათ გამოეყოფათ კურატორები, რომლებიც გარკვეულ დახმარებას გაუწევენ ინფორმაციის წარმოდგენის და რედაქტირების მხრივ და ეს ინფორმაცია, რომელიც განთავსდება ვებგვერდებზე, არამხოლოდ უნივერსიტეტის პოპულარიზაციას მოახდენს, არამედ თავად სტუდენტებისათვისაც იქნება ხელსაყრელი, რადგან ისინი გახდებიან ცნობადები და გამოქვეყნებული ინფორმაცია იქნება მათთვის საინტერესო.”
ეკატერინე გაჩეჩილაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე:
“უნივერსიტეში სტუმრად გვყავდა ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელმაც გამართა შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.
მან წარადგინა თავისი კონცეფცია, რომელიც განკუთვნილია სტუდენტების თავისუფალი სიტყვასთვის, მათი თავისუფალი ნების გამოხატვისათვის. გიორგი ფხაკაძემ დააანონსა ახალი პლატფორმა “შენი სიტყვა” , სადაც სტუდენტები შეძლებენ 50-წამიანი ვიდეოების ატვირთვას, რომელშიც გააჟღერებენ მათ ინტერესებსა და იდეებს.
რა თქმა უნდა, ამ პლატფორმამ დიდი ინტერესი გამოიწვია ახალგზარდებში, გაიმართა აქტიური ინტერაქცია, დისკუსია. გვჯერა, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ათეულობით ვიდეო ჩაიწერება ახალი პლატფორმისთვის….”
#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri
წყარო:https://shenipulsi.ge
მასალის გამოყენების პირობები