იდეები და რჩევები პატარა ბინისთვის-როგორ მოვაწყოთ მცირე სივრცეები

3 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ცხოვრობთ პატარა ბინაში და არ გსურთ თავს გრძნობდეთ ისე, თითქოს ყუთში ხართ გამომწყვდეულნი? მაშინ განაგრძეთ კითხვა, აქ თქვენ შეიტყობთ მცირე სივრცეების სწორად მოწყობის მნიშვნელოვან ასპექტებს.

ღია ფერების პალიტრა

პატარა ბინის მოწყობისას ძალიან დიდ როლს თამაშობს თქვენს მიერ შერჩეული ფერთა პალიტრა, რადგან სწორედ ეს გვეხმარება შევქმნათ დიდი სივრცის ილუზია. ამ შემთხვევაში, თქვენ არჩევანი უნდა შეაჩეროთ ღია ფერებზე, როგორიცაა თეთრი, პასტელური, მშვიდი ფერები. ეს ფერები გვეხმარება შევქმნათ ღია, გახსნილი სივრცის განცდა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

პასტელური ფერები ის ფერებია, რომლშიც საკმარისია თეთრი ფერის შერევა, რომ ფერადი, მაგრამ მშვიდი გარემო შევქმნათ.

პატარა ბინის განლაგება

პატარა საერთო საცხოვრებელში, ან პატარა ბინაში ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ავეჯის განლაგება. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რა არის მისაღები და მიუღებელი ავეჯის განლაგებისას.

მისაღებია:

1. გამოიყენეთ მრავალფუნქციური ავეჯი;

2.გამოიყენეთ დასასშლელი მაგიდები, ეს დაგეხმარებათ დაზოგოთ სივრცე მაში, როცა მისი საჭიროება აღარ იქნება;

3. შეეცადეთ შეარჩოთ შედარებით უფრო პატარა ზომის ავეჯი;

4. ავეჯი განათავსეთ ისე, რომ შექმნათ ღია სივრცეები, ამისთვის ეცადეთ მაქსიმალურად კედელთან ახლოს განათავსოთ ავეჯი.

მიუღებელია:

1. არ ჩაკეტოთ თავისუფალი სივრცეები ავეჯითა და აქსესუარებით, ეს თქვენ ჩაკეტილ სივრცეს შეგიქმნით.

2. თქვენს ყველა ნივთს ნუ გამოიტანთ სააშკარაოზე, უკეთესი იქნება თუ მათ დამალავთ, რათა არ გადაიტვირთოს სივრცე;

ჩამოკიდეთ მარტივი დიზაინის ნახატები ან გობელინები

ჩამოკიდეთ პატარა ზომის ნახატები და გობელინები, ეს მინიანიჭებს თქვენს პატარა სივრცეს ინდივიდუალურობას. გახსოვდეთ, გამოიყენოთ მსუბუქი და მარტივი დიზაინის აქსესუარები, რათა არ გადატვირთოთ კედლები.

თქვე შეგიძლიათ კედელზე ჩამოკიდოთ ერთი დეკორატიული ქსოვილი, ან რამდენიმე პატარა. ხელოვნების ნიმუშები დაგეხმარებათ გააუმჯობეოთ თქვენი პატარა ბინის ვიზუალი. სწორად შერჩეულ ნახატსა თუ გობელინს შეუძლია შექმნას ფანჯრის ილუზია, რაც აუცილებლად გაზრდის თქვენს სივრცეს.

მრავალფუნქციური ავეჯი

ფუნქციონალურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენი პატარა ბინის მოწყობისას. ამდენად გაითვანისწინეთ, მრავალფუნქციური ავეჯი დაგეხმარებათ დაზოგოთ ადგილები. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ყავის მაგიდა სათავსოებით, ასევე დივანი შეიძლება იყოს გასაშლელი, რაც დამატებითი საწოლი გახდეს საჭიროების შემთხვევაში. ოტომანებისა და პუფების გამოყენება კი დაგეხმარებათ შექმნათ გარკვეულწილად თბილი გარემო.

READ  ფერადი ნაძვები ინტერიერში: როგორ შევქმნათ გამორჩეული საახალწლო ატმოსფერო

გრძელი და განივი ფარდები

ფარდებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ სივრცის ჩამოყალიბებაზე. ფანჯრის რეალურ ზომასთან შედარებით უფრო გრძელი და ფართო ფარდები უნდა გამოიყენოთ. ეს მიანიჭებს თქვენს ოთახს მეტ სიმაღლეს და გაზრდით თქვენი ფანჯრის ვიზუალს.

მაგალითად, თუ თქვენი ჭერის სიმაღლე არც იმდენად მაღალია, შეგიძლიათ, გააკეთოთ იატაკიდან ჭერამდე, ასევე 300-400 მილიმეტრით გააფართოვოთ ფარდის ჯოხი.

პატარა სივრცეების მოწყობა არ არის რთული, თუ თქვენ იცით გარკვეული ხრიკები, რაც დაგხმარბათ სივრცის უკეთ ორგანიზებაში. ვიმედოვნებ, ეს სტატია დაგეხმარებთ სასურველი მიზნის მიღწევაში.

წყარო:https://spectrum.ge

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2017). იდეები და რჩევები პატარა ბინისთვის-როგორ მოვაწყოთ მცირე სივრცეები. 11 მაისი, 2017. https://sheniinterieri.ge/ideebi-da-rchevebi-patara-binistvis-rogor-movatsyot-mtsire-sivrtseebi/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. იდეები და რჩევები პატარა ბინისთვის-როგორ მოვაწყოთ მცირე სივრცეები [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2017 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/ideebi-da-rchevebi-patara-binistvis-rogor-movatsyot-mtsire-sivrtseebi/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network